Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

სემესტრში 1 125 ლარი –სტუდენტ დედებს ასპინძის მერიისგან სწავლის საფასურის თანადაფინანსების მოთხოვნა შეუძლიათ

$
0
0

საქართველოს მოქალაქე სტუდენტი დედა, რომელიც არის უნივერსიტეტის/სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და განცხადების შეტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ჰყავს ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 14 წლის ასაკამდე არასრულწლოვანი შვილი (შვილები), უფლება აქვს ასპინძის მერიისგან სწავლის თანადაფინანსება მოითხოვოს.

სტუდენტი დედის ფინანსური დახმარების თაობაზე ადგილობრივი საკრებულოს მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაში ვკითხულობთ, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დამსახურებული მასწავლებლის, სტუდენტი დედების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების და წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცებას ეხება.

სწავლის საფასურის თანადაფინანსება შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • არის საქართველოს მოქალაქე;
  • ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება სწავლა არანაკლებ 5 წელი სწავლება (VII-XII კლასი) და განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
  • არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
  • აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი;
  • ჰყავს ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 14 წლამდე ასაკის შვილი (შვილები).

როგორც დადგენილებაშია განმარტებული, სწავლის საფასურის თანადაფინანსება ერთ სტუდენტ დედაზე სემესტრში შეადგენს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარს.

გარდა ამისა, სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

სწავლის საფასურის თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) 14 წლამდე ასაკის შვილის (შვილების) დაბადების მოწმობის ასლი და ამონაწერი ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ; დ) ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლებ 5 წელი (VII-XII კლასი) სწავლის კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ამონაწერი ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ; ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (საგამოცდო ფურცელი); ზ) სასწავლო დაწესებულების ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები.

ასპინძის მუნიციპალიტეტი ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გასცემს წარმატებულ მოსწავლეებზეც. დეტალები იხილეთ დადგენილებაში.

The post სემესტრში 1 125 ლარი – სტუდენტ დედებს ასპინძის მერიისგან სწავლის საფასურის თანადაფინანსების მოთხოვნა შეუძლიათ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე


ტყუპისცალი / LE JUMEAU (ქართულად)


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


საოცრად გემრიელი ტკბილი ტოსტი


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


გალია / The Cell - ქართულად


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


ნამცხვარი ”სინაზე”



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>