Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

CIU ინოვაციებისა და მეწარმეობის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლებს

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) 9, 10 და 11 თებერვალს ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ მასშტაბურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს.

CIU-ს მიერ ორგანიზებული მაღალი რანგის სამეცნიერო ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და მეწარმეობის შესახებ უახლესი სამეცნიერო კვლევების განვითარებას და ინტერნაციონალიზაციას საქართველოში, ასევე, აკადემიურ, საჯარო და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა მეცნიერებს შორის.

კონფერენციაში ჩართულია სხვადასხვა ქვეყნის 140-მდე მონაწილე. მომხსენებლები წარმოდგენილია ისეთი უნივერსიტეტებიდან, როგორებიცაა: ალკალას უნივერსიტეტი (ესპანეთი), გამოყენებითი მეცნიერების მეწარმეობის უნივერსიტეტი (ესტონეთი), მანისა ჯელალ ბაიარის უნივერსიტეტი (თურქეთი), IDRAC ბიზნეს სკოლა (საფრანგეთი), CREA უნივერსიტეტი (იტალია) და სხვა.

კონფერენციის მუშაობაში ასევე მონაწილეობას იღებენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო ბიზნესსტრუქტურები, მათ შორის, აღსანიშნავია: საქართველოს ეროვნული ბანკი, პროექტი „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ფინტექ ასოციაცია, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია პლენარულ მოხსენებებთან ერთად 5 სამუშაო სექციას მოიცავს: მეწარმეობის განვითარების თანამედროვე მიდგომები და პრაქტიკული გამოწვევები; სამეწარმეო უნივერსიტეტის განვითარების საუკეთესო პრაქტიკა და შემაფერხებელი გარემოებები; რადიკალური და ინკრემენტალური ინოვაციები მეწარმეობაში; ინოვაციები, ტექნოლოგიების ტრანსფერი და ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარება; მეწარმეობის მასშტაბირება და ინტერნაციონალიზაცია.

კონფერენციის პირველი დღე სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართება, სადაც გახსნის ცერემონიალში, უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, სახელმწიფო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მეორე დღის სამუშაო სექციებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს, სადაც ასევე იგეგმება მეწარმეებისა და პარტნიორი ორგანიზაციების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მესამე დღეს კი ღონისძიებას იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.

პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი არის ღონისძიების მასპინძელი, პროექტის წამყვანი და თანადამფინანსებელი ორგანიზაცია.

თანამონაწილე ორგანიზაციების სახით ჩართულები არიან: ალკალას უნივერსიტეტის მეწარმეობის სკოლა (ესპანეთი) და დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტი (გერმანია); პროექტის პარტნიორები არიან: სააგენტო “აწარმოე საქართველოში”, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA), გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი – UN Global Compact Network Georgia, ფინანსური განათლების პორტალი – „ფინედუ“ და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

შერჩეული მომხსენებლების სტატიები გამოქვეყნდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ონლაინ ჟურნალში „საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“, რომელიც არის ორმაგად ანონიმურად რეფერირებადი, ფინანსდება უნივერსიტეტის მიერ და ღია წვდომაშია. ჟურნალი არის Crossref-ის წევრი, სტატიებს ენიჭება DOI და ხილვადია google scholar-ში. კონფერენციისთვის გამოიცემა „სპეციალური გამოცემა“ რომელიც სრულად მიეძღვნება ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ განხორციელებულ კვლევებს. სტატიები წარმოდგენილი იქნება ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად.

გთხოვთ იხილოთ ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სამუშაო პროგრამა – PDF

The post CIU ინოვაციებისა და მეწარმეობის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


ნამცხვარი ”სინაზე”


Skins / მოზარდები (ქართულად) სეზონი 1


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


ანნა ფრიტცის გვამი / El cadáver de Anna Fritz / Труп Анны Фритц (2015) - რუსულად


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>