Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

„დღეს მოსწავლეს სკოლაში განათლებას ვერ ვაძლევთ“ –რა კითხვები აქვს დეპუტატს განათლების კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციაზე

$
0
0

პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი მიიჩნევს, რომ განათლების კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის ეფექტურად შესასრულებლად, მნიშვნელოვანია, სამოქმედო გეგმაში ზუსტი კრიტერიუმები ჰქონდეს გაწერილი, თუ როგორ ვაფასებთ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, რამდენად ხარისხიანია სასკოლო განათლება ან რამდენად სწავლობენ ბავშვები კრიტიკულ აზროვნებას სკოლებში.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2024 წლის სამოქმედო გეგმა 14 თებერვალს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, სამოქმედო გეგმის ძირითადი ნაწილის შესრულება რეალურად ოთხ თვეში უნდა მოესწროს და ის, თავისი შინაარსით, საკმაოდ ამბიციური დოკუმენტია.

სამოქმედო გეგმის მიზნები 4 ძირითად მიმართულებაზეა გაწერილი და მათ შორის მეორე მიმართულებაა კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა, რომლის ფარგლებშიც, როგორც სხდომაზე ითქვა, განსაზღვრულია როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ანგარიშების მოსმენა, ისე სხვადასხვა თემატური მოკვლევის განხორციელება და უკვე ჩატარებული მოკვლევების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.

სწორედ კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის შესახებ ჰქონდა კომიტეტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის წარმომადგენელ წევრს, ქეთევან თურაზაშვილს კითხვები, რომელმაც კომიტეტის წევრთა გაღიზიანება გამოიწვია და მეტი ინფორმირებულობისთვის დეპუტატს საკომიტეტო მუშაობაში მეტი ჩართულობისკენაც მოუწოდეს.

ქეთი თურაზაშვილი კი მიიჩნევს, რომ კომიტეტის საზედამხედველო ფუნქცია ძლიერი არ არის.

“საკანონმდებლო მიმართულებით ძალიან საინტერესო ინიციატივებიც დავინახე, მაგრამ საპარლამენტო მუშაობა, მხოლოდ საკანონმდებლო მუშაობა არ არის და ჩვენ ძალიან სერიოზული ფუნქცია გვაკისრია, როგორც კომიტეტს – საზედამხედველო ფუნქცია. ამიტომ, მე მაინტერესებს, რა ფორმით ვახორციელებთ კომიტეტი ზედამხედველობას, იმიტომ, რომ რეალურად, მე აქ კრიტერიუმები ვერ დავინახე. მაგალითად, თუ რამდენად ხარისხიანია ამ ქვეყანაში სკოლაში მიღებული განათლება, ვასწავლით თუ არა ბავშვებს კრიტიკულ აზროვნებას, გვაქვს თუ არა პროგრესი წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკური აზროვნების მიმართულებით, რამდენად ეჩვევა ბავშვი კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას, რამდენად ამზადებს სკოლა დამოუკიდებლად შემდეგი საფეხურისთვის, როგორ ვაფასებთ შესრულდა თუ არა სკოლის მხრიდან ზოგადი საკანონმდებლო ეროვნული მიზანი და საერთოდ ვპასუხობთ თუ არა ევროპულ სტანდარტებს ამ მიმართულებით? ზედამხედველობა ხომ სჭირდება ამ ყველაფერს, რომ დავინახოთ ეს როგორ ხორციელდება?”, – მიმართა დეპუტატმა კომიტეტის თავმჯდომარეს.

მისი განცხადებით, დღეს ჩვენ სკოლაში მოსწავლეს ვერ ვაძლევთ განათლებას და უმაღლესში ჩაბარებამდე, ბოლო ორ წელში, რეპეტიტორთან შეისწავლიან ყველაფერ იმას, რასაც 12 წლის განმავლობაში უნდა სწავლობდნენ.

“ან რეპეტიტორებს რატომ უნდა სჭირდებოდეთ ეს ყველაფერი თავისი ცხოვრებისთვის, რომ აუცილებელია მოამზადონ აბიტურიენტები. ეს არის ის შეკითხვები, რაზეც ვფიქრობ, რომ სწორი ზედამხედველობის გარეშე, ჩვენ ვერ გავიგებთ ვერაფერს. თუ არ გვექნება ზედამხედველობის კრიტერიუმები, რეალურად, ვერც გამოვასწორებთ ვერაფერს. გასაგებია, რომ ვსაუბრობთ ამას და ამას გავაკეთებთ, მაგრამ რეალურად, ჩვენი საჯარო სკოლები კრიტიკას ვერ უძლებს, ამ მიმართულებით კი რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, რას ვაპირებთ, ეს მე ვერ დავინახე”, – თქვა ქეთევან თურაზაშვილმა.

დეპუტატის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის მიღების შესაძლებლობა, როგორც გივი მიქანაძემ განმარტა, პასუხისმგებელი პირების ანგარიშების საკომიტეტო მოსმენებზეა შესაძლებელი და “ამის გარდა, არის არაერთი სხვა მექანიზმი”. გივი მიქანაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლის მიერ დასახელებული საკითხები მნიშვნელოვანია, თუმცა კომიტეტზე არ უსაუბრიათ, როგორ შეიძლება ქეთევან თურაზაშვილის მიერ ჩამოთვლი მიმართულებებით კომიტეტს ზედამხედველობისა თუ კონტროლის და შესაბამისად შედეგების მიღების გარანტირებული საშუალება ჰქონდეს. ამ მხრივ შესაძლებლობად გივი მიქანაძემ კომიტეტის რეკომენდაციები დაასახელა.

ქეთევან თურაზაშვილი კი ამბობს, რომ თუ კრიტერიუმები არ იქნება განსაზღვრული, საუბრები საუბრებად დარჩება, რეგიონებში ჩასვლებიც და მოსმენებიც. “თანამდებობის პირები რომ რაღაცას მოისმენენ, აუცილებლად არ ნიშნავს, რომ იქ რაღაც გაკეთდება”, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ:

ახერხებს თუ ვერა სასკოლო სახელმძღვანელო მოსწავლის დაინტერესებას? – „წიგნის მიმზიდველობა ყდიდან უნდა იწყებოდეს“

The post „დღეს მოსწავლეს სკოლაში განათლებას ვერ ვაძლევთ“ – რა კითხვები აქვს დეპუტატს განათლების კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციაზე first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ტეტსტები და პასუხები


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


A Dog of Flanders / ფლამანდური ძაღლი (ქართულად)


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


შეხედეთ ხელის გულს და გაიგეთ რას ამბობენ ეს ფიგურები თქვენზე…


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ეს ჩემი ბიჭია / That is My Boy - ქართულად


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


ანეგტოტები სვანებზე



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>