17 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებს პროფ-ორიენტაციის მასტერკლასზე უმასპინძლა.
შეხვედრაზე, CIU-ს სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერმა დავით გვეტაძემ დეტალურად განიხილა:
რა როლი აქვს პროფესიას ადამიანის ცხოვრებაში?
რა ფაქტორები განსაზღვრავს სწორ პროფესიულ არჩევანს?
რა მოთხოვნები აქვს თანამედროვე დასაქმების ბაზარს და რა გავლენა აქვს უნივერსიტეტის არჩევას?
აბიტურიენტებთან შეხვედრა ინტერაქციულად, კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ პროფ-ორიენტაციის მასტერკლასებს აბიტურიენტებისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მესამე წელია მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად ახორციელებს.
The post კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებს პროფ-ორიენტაციის მასტერკლასზე უმასპინძლა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.





