Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

„მრავალმხრივი უნარები უნდა გააჩნდეს“ –სკოლის დირექტორი თანამშრომლისთვის დირექტორის მოვალეობის დაკისრებაზე

$
0
0

„სკოლის დირექტორის მოვალეობის შესრულება რიგითი თანამშრომლისთვის რამდენად შესაძლებელი იქნება არ ვიცი, ძალიან შრომატევადი საქმეა“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ფატი სიორიძე, ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის დირექტორი, რომელსაც იმ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების შესახებ პოზიციის დაფიქსირება ვთხოვეთ, რომლის თანახმად, დირექტორს უფლება ექნება, სკოლის სხვა თანამშრომელს დააკისროს დირექტორის მოვალეობის შესრულება.

„დირექტორის მოადგილის შვებულების, მივლინების, დროებითი შრომისუუნარობის, თანამდებობიდან გათავისუფლების ან თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში, სკოლის დირექტორს ექნება უფლებამოსილება, სკოლის სხვა თანამშრომელს დააკისროს მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შესრულება“, – ვკითხულობთ პარლამენტის განათლების კომიტეტის 2024 წლის სამუშაო საკითხების გეგმაში.

როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, თითქმის ერთი წლის განმავლობაში თავადაც იყო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რასაც მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, თუმცა საქმის სირთულიდან გამომდინარე, მაინც გაუჭირდა.

„თუ ადმინისტრაციული მუშაობის გამოცდილება არ ექნება, ძალიან გაუჭირდება. მრავალმხრივი უნარები უნდა გააჩნდეს, რომ ადამიანს დირექტორის ფუნქციის შესრულება დაავალო“, – გვიხსნის დირექტორი.

კითხვაზე, კანონის ამოქმედების შემდეგ, თავად თუ დადგება არჩევანის წინაშე, რამდენად შეძლებს სკოლის მართვა სხვა თანამშრომელს ანდოს, ფატი სიორიძე გვპასუხობს, რომ მას ჰყავს მოადგილე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული მიზეზების გამო, მოვალეობის თანამშრომლისთვის დაკისრების საჭიროება დადგება, „80 კაციანი კოლექტივიდან შერჩევა არ გაუჭირდება“, მაგრამ ხაზგასმით აცხადებს, რომ შერჩეული პირი ნებისმიერი ვერ იქნება, რადგან მიაჩნია, რომ „ასეთი პიროვნების გამოკვეთას და ამ მოვალეობის შესრულების დაკისრებას რაღაც საფუძველი უნდა ჰქონდეს“.

სკოლის დირექტორი იმ თვისებებზეც საუბრობს, რომლებიც მისი აზრით, ასეთ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს:

„მე აუცილებლად ასე მიმაჩნია, რომ უპირველესად, ნამდვილად უნდა ჰქონდეს ლიდერის თვისებები. აგრეთვე განსაკუთრებული კომუნიკაციისა და მართვის უნარი, კარგად უნდა ფლობდეს საგანმანათლებლო საკითხებს და გამოკვეთილიც უნდა იყოს თავისი პედაგოგიური საქმიანობით, არამარტო საგაკვეთილო პროცესში, არამედ მშობლებთან, თემთან ურთიერთობით, პროექტებში მონაწილეობით და კიდევ სხვა ბევრი ნიუანსით“.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის 2024 წლის გეგმაში გაწერილი საკანონმდებლო მუშაობის ფარგლებში მოცემულია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებიც. მათ შორის ერთი ცვლილება უკავშირდება სკოლის დირექტორის მოვალეობის შესრულების საკითხს, მეორე საჯარო სკოლის მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურებას და მესამე დანამატების გაცემას მაღალმთიანი დასახლების სკოლის მასწავლებლებისთვის.

ცნობისთვის, „ზოგადი განათლების შესახებ“ დღეს მოქმედ კანონში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის არარსებობის შემთხვევაში ასეა განმარტებული: „სკოლის ის თანამშრომელი, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას“.

ასევე იხილეთ: 

კიდევ ვის შეეძლება სკოლაში დირექტორის მოვალეობის შესრულება – ცვლილება ზოგადი განათლების შესახებ კანონში შევა

ავტორები: თამუნა კირკიტაძე და edu.aris.ge

The post „მრავალმხრივი უნარები უნდა გააჩნდეს“ – სკოლის დირექტორი თანამშრომლისთვის დირექტორის მოვალეობის დაკისრებაზე first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები წლების მიხედვით


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


საშვილოსნოს ყელში ნაბოთის ცისტა


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


სტუდენტი გამოძახებით / Mes chères études / Студентка по вызову (2010)


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ვიოლინოს გასაღები (სრულად)


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


Love Sonia / სიყვარულით სონია (ქართულად)


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


ადექით, ბიჭებო / Stand Up Guys - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>