Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15214

“ევროპის უნივერსიტეტის”სტუდენტები თბილისის ზოოპარკში პრაქტიკულ სამუშაოებს გაივლიან

$
0
0

“ევროპის უნივერსიტეტსა” და თბილისის ზოოპარკს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ზოოპარკში პრაქტიკულ სამუშაოებს გაივლიან.

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დეტალურად გაეცნონ ზოოპარკში არსებულ ცხოველთა და ფრინველთა სამყაროს, მონაწილეობა მიიღონ მათ მოვლასა და კვებაში.

“ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ტალიაშვილი თბილისის ზოოპარკში პრაქტიკის პირველ დღეს დაესწრო და ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელს ირმა ბოჭორიშვილს პირადად გადაუხადა მადლობა აღნიშნული შესაძლებლობისთვის.

შეხვედრის ფარგლებში ნინო ტალიაშვილმა და ირმა ბოჭორიშვილმა სტუდენტებთან ერთად ისაუბრეს სტაჟირების კომპონენტში შემავალ აქტივობებზე და სამომავლო გეგმები განიხილეს.

აღნიშნული თანამშრომლობა პერმანენტულ ხასიათს ატარებს და შესაბამისი საბაზისო ცოდნის მიღების შემდეგ სტუდენტები ზოოპარკის ვეტერინარულ სამსახურში პროფესიულ პრაქტიკასაც გაივლიან.

პრაქტიკის კომპონენტის დადგომამდე “ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები ვეტერინარიის ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ სრულად აღჭურვილ თანამედროვე ლაბორატორიებში იმუშავებენ სიმულაციურ ქეისებზე, მულაჟებზე და 3D ანატომაჟის გამოყენებით შეიძენენ ყველა საჭირო უნარ-ჩვევას ცოცხალი არსებების სამკურნალოდ.

“ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ხუთწლიანი სწავლების შემდეგ მაგისტრის ხარისხს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კურსის ფარგლებში პარტნიორ ვეტერინარულ კლინიკებში ასისტენტის პოზიციაზე მიღებული სამუშაო გამოცდილება სტუდენტებს დაეხმარებათ გარანტირებულად დასაქმდნენ თავიანთი პროფესიით

The post “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები თბილისის ზოოპარკში პრაქტიკულ სამუშაოებს გაივლიან first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15214

Latest Images

Trending Articles


Smallville / სმოლვილი (ქართულად)


როცა ჩვენს ქუჩაზე სიყვარული თოვს!


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


საქონლის ენის სალათა მაიონეზით - კულინარია - რეცეპტები


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


ვეფხვის სახლი / Tiger house / Дом тигра (2015) - რუსულად


ანეგდოტი სიცილის უებარი წამალია


მოხარშული კრემი კვერცხით


კომბოსტოს და კიტრის სალათი



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>