Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 14563

„თამარ ქიტიაშვილმა დატოვა უნარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია, გარკვეული აცდენები იყო“ –განათლების მინისტრი

$
0
0

თამარ ქიტიაშვილი უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი აღარ არის. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 5 მარტს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა დაადასტურა.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, ადგილი ჰქონდა გარკვეულ აცდენებს პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

„ვადასტურებ, თამარ ქიტიაშვილმა დატოვა უნარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს უნარების სააგენტოს დამფუძნებლებმა და შესაბამისად, ბორდის აბსოლუტურმა უმრავლესობამ. მე მას ვესაუბრე, მან საკმაოდ წარმატებული წლები განვლო, როგორც სააგენტოში, ასევე პროფესიული განათლების მიმართულებით ბევრი საქმე გააკეთა, თუმცა იყო გარკვეული აცდენები იმ პოლიტიკის განხორციელების მექანიზმებში, რომელიც მე და სამინისტროს გვქონდა დასახული. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ხელმძღვანელი შეცვლილიყო.

„ახალი ხელმძღვანელი შერჩეულია. შემდეგ კვირაში, სავარაუდოდ, დასრულდება ფორმალური პროცედურები და საზოგადოება მის ვინაობას გაიგებს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა ჟურნალისტებთან.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბორდს ქიტიაშვილის გადაყენების მოთხოვნით განათლების სამინისტრომ მიმართა.

The post „თამარ ქიტიაშვილმა დატოვა უნარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია, გარკვეული აცდენები იყო“ – განათლების მინისტრი first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 14563

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>