Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15172

სპორტის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს

$
0
0

სპორტის უნივერსიტეტის რექტორად პროფესორი ტრისტან გულბიანი აირჩიეს. უნივერსიტეტის ცნობით, აკადემიური საბჭოს ექვსი წევრიდან მას მხარი ხუთმა წევრმა დაუჭირა.

რექტორის არჩევნები საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2024 წლის 12 მარტს გაიმართა.

არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა: უნივერსიტეტის პროფესორი, ტრისტან გულბიანი და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ალექსანდრე კოპალიანი.

“არჩევნების დაწყებამდე, ტრისტან გულბიანმა, როგორც აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, უარი განაცხადა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, რადგან ორივე კანდიდატს თანაბარ პირობებში მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. არჩევნები, სამართლიან და მშვიდ გარემოში წარიმართა. პროცესის მიმდინარეობას ესწრებოდნენ დამკვირვებლები, მათ შორის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი”, – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საქართველოს რაგბის კავშირი კი სპორტის უნივერსიტეტში ჩატარებულ რექტორის არჩევნებს გაუმჭირვალეს უწოდებს და როგორც სპორტულ ფედერაციებს, ისე სპორტისა და კულტურის მინისტრს მიმართავს, რომ “ბიძგი მივცეთ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჯანსაღ პროცესებს, მათ შორის რექტორის დაჩქარებული და სპორტის სამყაროსთვის გაუმჭვირვალედ ჩატარებული არჩევნების გაბათილების პროცესს”.

The post სპორტის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15172

Latest Images

Trending Articles



Latest Images