Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

მშობლებისა და მოსწავლეების პროტესტი ხაშურში –რა მოთხოვნები აქვთ აქციის მონაწილეებს

$
0
0

ხაშურში, მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სკოლის დანგრეული შენობის რეაბილიტაციას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუ პრობლემის მოგვარება დროულად არ გადაწყდება, საავტომობილო გზას გადაკეტავენ. მათი თქმით, უკვე ოთხი წელია შვილები სხვადასხვა სკოლებში დაჰყავთ, რაც დამატებით ხარჯებს უკავშირდება.

“უკვე ოთხი წელია, რაც სკოლა ამ მდგომარეობაშია და არაფერს აკეთებენ. გვინდა, სკოლა რაც შეიძლება მალე აშენდეს და გაიხსნას. ბავშვები სხვადასხვა სკოლებში დაგვყავს, რაც ძალიან დამღლელია“, – ამბობენ ხაშურში გამართული აქციის მონაწილეები.

როდის დაიწყება ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლის ავარიული შენობის რეაბილიტაცია და როდის შეძლებენ ადგილობრივი მოსწავლეები საკუთარ სკოლაში სიარულს ჯერ უცნობია, თუმცა მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, რომ შენობა 2025 წელს ჩაბარდება.

“პრობლემის შესახებ ვიცით, თუმცა მოგვარებას დრო სჭირდება. 2025 წელს ჩაბარდება შენობა“, –  განაცხადა მერმა, თენგიზ ჩიტიაშვილმა. იგივე პასუხი ჰქონდა მერთან ერთად აქციის წევრებთან მისულ საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელსაც.

მშობლებს და მოსწავლეებს კი საჯარო მოხელეების მიერ გაკეთებული კომენტარების აღარ სჯერათ და ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები აქციას აწყობენ. მშობლების მოთხოვნა უცვლელია, აშენდეს სკოლის ახალი შენობა და მათ შვილებს საკუთარ სკოლაში სიარულის საშუალება მიეცეთ.

ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლაში სწავლა 4 წლის წინ შეწყდა და მას შემდეგ პრობლემის მოგვარება არავის უფიქრია.

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

The post მშობლებისა და მოსწავლეების პროტესტი ხაშურში – რა მოთხოვნები აქვთ აქციის მონაწილეებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


Smallville / სმოლვილი (ქართულად)


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)


სამარხვო ნამცხვარი კაკაოთი


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


ღმერთები და მეფეები / Exodus: Gods and Kings - ქართულად დუბლირებული


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


საშვილოსნოს ყელში ნაბოთის ცისტა


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


მოთამაშე / The Gambler - ქართულად დუბლირებული


რულეტი ჯემით


ბრინჯის სალათი სიმიდნით



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>