Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

“ევროპის უნივერსიტეტი”ცხოველებზე ზრუნვასთან დაკავშირებით მე-12 კლასელებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს

$
0
0

“ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური კლუბი “ვეტეუქეარს” პროექტის – “ჩვენ ვზრუნავთ ცხოველებზე, თქვენ?!“ ფარგლებში, აცხადებს მე-12 კლასელებისთვის ესეების კონკურსს.

ესეების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების აბიტურიენტებს რეგისტრაციის საფუძველზე.

ესეების კონკურსი გაიმართება 13 აპრილს, 14:00 საათზე, ევროპის უნივერსიტეტში (მის.: გურამიშვილის გამზირი 76).

მონაწილეები ადგილზე გაეცნობიან ცხოველთა მიმართ დამოკიდებულების თემატიკაზე შედგენილ სპეციალურ თეზისს, რომლის საფუძველზეც ორი საათის განმავლობაში უნდა შეასრულონ ესე. ესეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს სამ გვერდს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე: docs.google.com

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 აპრილი, 00:00 საათი.

ესეების კონკურსის მიზანია სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის, ვეტერინარიის დარგის მნიშვნელობის, ცხოველებთან ლოიალური დამოკიდებულების შესახებ ცნობადობისა და მის მიმართ ნდობის ამაღლება.

მოსწავლეების მიერ შესრულებულ ესეებს სპეციალურად შედგენილი კომისია შეაფასებს და გამოვლინდებიან I, II, III ადგილოსნები. საპრიზო ნომინაციებში გამარჯვებულები “ევროპის უნივერსიტეტისგან“ დასაჩუქრდებიან.

დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა კონკურსანტს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა.

“ვეტეუქეარსის” პროექტი სკოლებში ორი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა. პროექტის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტის“ ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ცხოველებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვდნენ უფროსკლასელებს, ასევე ვეტერინარიით დაინტერესებულ აბიტურიენტებს უმასპინძლეს უნივერსიტეტში და მათთვის პრაქტიკული ვორქშოპები ჩაატარეს.

ესეების კონკურსი წარმოადგენს პროექტის “ჩვენ ვზრუნავთ ცხოველებზე, თქვენ?!“ დასკვნით ეტაპს.

NextPrev

The post “ევროპის უნივერსიტეტი” ცხოველებზე ზრუნვასთან დაკავშირებით მე-12 კლასელებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


გისოსებს მიღმა... (სრულად)


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


The Trial / პროცესი (ქართულად)


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


სტუდენტი გამოძახებით / Mes chères études / Студентка по вызову (2010)


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ვეფხვის სახლი / Tiger house / Дом тигра (2015) - რუსულად


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


საშვილოსნოს ყელში ნაბოთის ცისტა


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


- მარტო გადაკუზული (რაკამ)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>