Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

„დროულად ამოქმედდეს უფასო, ჯანსაღი სასკოლო კვების პროგრამა!“ –სახალხო დამცველი განათლების მინისტრს

$
0
0

საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს და სასკოლო კვების პროგრამის დროული ამოქმედებისკენ მოუწოდებს.

რეკომენდაცია ომბუდსმენის უახლეს ანგარიშში მოხვდა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაეგზავნა. მასში ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მწვავედ დგას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა უფასო კვების საკითხი, რასაც ასევე ადასტურებს გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის შედეგები.

“საუკეთესო პრაქტიკისა და არსებული რესურსების გადაუდებელი შეფასების საფუძველზე, ხარისხობრივი სტანდარტების დანერგვითა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, დროულად ამოქმედდეს უფასო, ჯანსაღი სასკოლო კვების პროგრამა.

“ამ მიმართულებით, მისასალმებელია 2023 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ „სასკოლო კვების პროგრამის“ დამტკიცება, რომლის ფარგლებშიც, მუნიციპალურ დონეზე მოიკვლევენ და შეაფასებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რესურსებსა და საჭიროებებს, სკოლაში უფასო კვების სამომავლო კონცეფციის განსასაზღვრად. თუმცა, არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, პროცესი, საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით, დროულად და ეფექტიანად წარიმართოს”, – წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.

2023 წელს,  საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ნუტრიციისა და ჯანდაცვის სპეციალისტმა თაკო უგულავამ, EDU.ARIS.GE-ს მიერ დასმულ კითხვას „როდის გვექნება სკოლებში უფასო კვება“, ასეთი პასუხი გასცა: „უდიდესი მონდომებით, 2023 წლის სექტემბრიდანაც არის შესაძლებელი, რომ სკოლებში უფასო კვება გვქონდეს“. გაეროს ბავშვთა ფონდი 2019 წლიდან ჩართული იყო საქართველოს სკოლებში უფასო კვების პროექტის შემუშავების პროცესში, ამჟამად აღარ არის.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა საქართველოს პარლამენტში ერთ-ერთი ბოლო გამოსვლისას თქვა, რომ ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას “უახლოესი 2-3 წელი” დასჭირდება და პროექტის დაწყების შესაძლებლობაც გაჩნდება:

“გეტყვით, მე რას ვაკეთებ. სამინისტროში შეიქმნა სპეციალური პროგრამა, ამ კუთხით ცალკე ჯგუფი გამოიყო და აიდენტიფიცირებს იმ სკოლებს, თუ სად არის შესაძლებელი პირველ ეტაპზე ამ პროგრამის დაწყება და სად რა მდგომარეობა გვაქვს. რეალურად, სკოლების აღწერა მიმდინარეობს. ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, რომელიც სწორედ ამ მეთოდოლოგიებზე, ბავშვების სკოლაში კვებაზე მუშაობს და სახელმწიფოებს ეხმარება. გვინდა, საერთაშორისო პრაქტიკაც გავიზიაროთ”, – თქვა 2023 წელს გიორგი ამილახვარმა.

ასევე იხილეთ:

პროგრამის დაწყებამდე ჯერ ისევ დიდი დროა – რას (არ) აკეთებს განათლების სამინისტრო სკოლებში უფასო კვების შეტანისთვის

როგორია მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების, გარიცხვისა და დონის დაძლევით ამორიცხვის უახლესი სტატისტიკა და სკოლის მიტოვების მიზეზები

The post „დროულად ამოქმედდეს უფასო, ჯანსაღი სასკოლო კვების პროგრამა!“ – სახალხო დამცველი განათლების მინისტრს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


Love Sonia / სიყვარულით სონია (ქართულად)


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


რულეტი ჯემით


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


ღმერთები და მეფეები / Exodus: Gods and Kings - ქართულად დუბლირებული


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


საშვილოსნოს ყელში ნაბოთის ცისტა


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


მოთამაშე / The Gambler - ქართულად დუბლირებული


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)


სამარხვო ნამცხვარი კაკაოთი



Latest Images