Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15242

ალტე უნივერსიტეტი ახალგაზრდულ ეკონომიკურ ფორუმს გამართავს

$
0
0

ალტე უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას ახალგაზრდულ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც USAID საქართველოს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

ფორუმი მაისის თვეში ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება 25 წლამდე ასაკის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტისთვის იქნება შესაძლებელი.

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, დაინტერესებულმა სტუდენტებმა, შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

სარეგისტრაციო ბმული

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 აპრილი.

პროექტის განმავლობაში სტუდენტებს, საქართველოს მასშტაბით, შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ტრენინგ სესიებს, ჩაერთონ პანელურ დისკუსიებში და მიიღონ მონაწილეობა დასკვნით დებატებში. დებატების ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • ტურიზმის რეფორმა;
  • გარემოსდაცვითი მმართველობა და წყლის რესურსები საქართველოში;
  • გაციფრულების რეფორმა (ეთიკური ხელოვნური ინტელექტი) AI;
  • კაპიტალის ბაზარი (Crowd Funding).

ახალგაზრდული ეკონომიკური ფორუმის მონაწილეები, ტრენინგ სესიების შემდეგ, ეწვევიან ბიზნესისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შემდეგი მიმართულებებიდან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი), ტურიზმის ეროვნული სააგენტო და საქართველოს პარლამენტი. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაესაუბრონ თითოეული უწყების მაღალი რანგის წარმომადგენელს და მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაციები აღნიშნულ საკითხებზე.

აპლიკაციების მიღების ეტაპზე ალტე უნივერსიტეტისა და USAID საქართველოს წარმომადგენლები ფიზიკურ შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა უნივერსიტეტში საქართველოს მასშტაბით (ქუთაისი, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, ახალციხე) და დაინტერესებულ სტუდენტებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან პროექტის შესახებ.

დასკვნით ღონისძიებაზე სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები ფორუმში მონაწილეობისათვის. თითოეულ მათგანს, დამატებით, ექნება შესაძლებლობა, გახდეს ეკონომიკური ფორუმის გუნდის წევრი და ჩაერთოს მსგავსი ტიპის ღონისძიებებში როგორც სერტიფიცირებული ტრენერი.

პროექტი მიზნად ისახავს, აამაღლოს ახალგაზრდების ცნობიერება ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების შესახებ და ხელი შეუწყოს მათ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ევროპული მომავლის მშენებლობაში.

The post ალტე უნივერსიტეტი ახალგაზრდულ ეკონომიკურ ფორუმს გამართავს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15242

Latest Images

Trending Articles


გისოსებს მიღმა... (სრულად)


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


ჯოჯოხეთიდან / From Hell - ქართულად დუბლირებული - qartulad


საშოს შევიწროება


როგორ მოვიხსნათ გაჭედილი ბეჭედი თითიდან (ხალხური რჩევების კრებული)


პარაფსორიოზი


„არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს“ –განათლების მინისტრის მილოცვა...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


THE 10TH KINGDOM / მეათე სამეფო (ქართულად)


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


ყველის ღვეზელი


ბარაქის ღვთისმშობლის ლოცვა


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>