Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

რა არის მთავარი ქართულის ტესტში ორი ნაწარმოებიდან ერთის შერჩევისას – 7 რჩევა 2024 წლის აბიტურიენტებს

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის აბიტურიენტებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის მიერ მომზადებულ რჩევებს აქვეყნებს და მნიშვნელოვან საკითხებს გამოყოფს.

2024 წლის საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება შემდეგი ტიპის დავალებები:

1. ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური ქულა – 16);
2. წაკითხულის გააზრების შესამოწმებელი 10 არჩევითპასუხებიანი დავალება (მაქსიმალური ქულა – 10);
3. წერითი დავალება (მაქსიმალური ქულა – 34).

ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა – 3 საათი.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

18 აპრილს გამოქვეყნებულ რჩევებს EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:

1. ყურადღებით გაეცანით თითოეული დავალების პირობას და ზედმიწევნით შეასრულეთ მითითებები.

2. რედაქტირების დავალების შესრულებისას, ჯერ თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ ტექსტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ შეცდომებისა და ხარვეზების გასწორება.

3. ტესტში შემოთავაზებულ ნაწარმოებთა არჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი – თქვენთვის საინტერესო და მიმზიდველი უნდა იყოს როგორც თავად ტექსტი, ისე ის პრობლემა, რომელიც მას გასაანალიზებლად ახლავს.

4. წაკითხულის გააზრების დავალებების შესრულებისას ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ტექსტი, რათა გაიაზროთ მისი მთავარი სათქმელი და ავტორის მიზანდასახულობა; ამის შემდეგ გაეცანით შეკითხვებსა და ასარჩევ პასუხებს, დაუბრუნდით ტექსტს და დაკვირვებით გაიაზრეთ ის კონკრეტული მონაკვეთი, რომელსაც ესა თუ ის შეკითხვა ეხება.

5. გამოცდაზე სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ საფუძვლიანად შეისწავლოთ და ღრმად გაიაზროთ საპროგრამო ნაწარმოებები. უნდა შეგეძლოთ საპროგრამო ტექსტების ანალიზი, მათში წამოჭრილი პრობლემატიკის გამოკვეთა და საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ამ საკითხებზე არგუმენტირებული მსჯელობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ როგორც საპროგრამო, ისე არასაპროგრამო ტექსტების სათანადოდ გააზრებასა და სიღრმისეულ ანალიზს.

6. გირჩევთ, წერით დავალებაში მაქსიმალურად ერიდოთ შაბლონებისა და ტრაფარეტების, ლიტერატურული, ისტორიული და სხვა სახის პარალელების თვითმიზნურად გამოყენებას. პარალელები, რომლებიც ორგანულად არ დაუკავშირდება განსახილველ საკითხს, შეფასების დროს გათვალისწინებული არ იქნება.

7. გაითვალისწინეთ, წერითი დავალება ენობრივი თვალსაზრისით არ შეფასდება, თუ ნაშრომი 150 სიტყვაზე ნაკლები იქნება.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post რა არის მთავარი ქართულის ტესტში ორი ნაწარმოებიდან ერთის შერჩევისას – 7 რჩევა 2024 წლის აბიტურიენტებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ტეტსტები და პასუხები


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


A Dog of Flanders / ფლამანდური ძაღლი (ქართულად)


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


შეხედეთ ხელის გულს და გაიგეთ რას ამბობენ ეს ფიგურები თქვენზე…


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ეს ჩემი ბიჭია / That is My Boy - ქართულად


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


ანეგტოტები სვანებზე



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>