Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

„ლექტორმა რა უნდა მისცეს ჩემს შვილს? არის საშიშროება, რომ ტვინში ჩაუტუმბოს რაღაც სიბილწე…“ –მშობელი ქუთაისიდან

$
0
0

„ჩემ ირგვლივ არის მეგობრების დიდი წრე, რომელთა შვილებიც აქედან [ქუთაისი] გავუშვით სრულიად საღ გონებაზე და შეიცვალეს მსოფლმხედველობა. რა შეიძლება ამ მხრივ გავაკეთოთ? იმიტომ, რომ სერიოზულად საგონებელში ვარ, რა განათლებას მიიღებს ჩემი შვილი უნივერსიტეტში?“, – მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის წევრებს სკოლის მოსწავლის მშობელმა ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე, სადაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა 22 აპრილს გაიმართა.

16 აპრილს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზეც 17 აპრილიდან საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მუშაობას შეუდგა და მოსახლეობასთან შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება.

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“. ხოლო „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტით განისაზღვრება 8 კონკრეტული საკითხი.

ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის მიმართ დასმული კითხვის ავტორი, სკოლის მოსწავლის, მომავალი სტუდენტის დედა თვლის, რომ ის, როგორც მშობელი, საშიშროების წინაშე დგას:

„შეკითხვა მაქვს ასეთი, საფიქრალიც ალბათ… იმიტომ, რომ მყავს 16 წლის შვილი, რომელიც სულ მალე, ალბათ, სტუდენტი იქნება. მე, როგორც დედა, ვნერვიულობ შვილის ჩაბარების საკითხზე, ეს ერთი თემა და შემდეგ მეორე – ანუ უნდა ვნერვიულობდე ვინ იქნება ჩემი შვილის ლექტორი თუ ლექტორები? რას ასწავლიან? იმიტომ, რომ ჩემ ირგვლივ არის მეგობრების დიდი წრე, რომელთა შვილებიც აქედან გავუშვით სრულიად საღ გონებაზე და შეიცვალეს მსოფლმხედველობა სრულიად. რა შეიძლება ამ მხრივ გავაკეთოთ? იმიტომ, რომ სერიოზულად საგონებელში ვარ, რა განათლებას მიიღებს ის უნივერსიტეტში? არამარტო პროფესიულს, არამედ ლექტორმა რა უნდა მისცეს ჩემს შვილს? არის საშიშროება იმისა, რომ ტვინში ჩაუტუმბოს რაღაც ისეთი სიბილწე… იქ უმრავლესობა სტუდენტები არიან ხალხო და ჩემთვის ეს პრობლემა არის ძალიან მტკივნეული და თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს და ალბათ, ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ“.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონპროექტებით გათვალისწინებულია ისეთი საკითხების დარეგულირება, რომელიც სასწავლო პროგრამებსაც ეხება.

„რაც შეეხება პრინციპულ საკითხებს, ეს გახლავთ ქართველი ხალხის ჩამოსაყალიბებელი თუ რა არის ის ჩარჩო, რომელშიც ჩვენი საზოგადოება ვითარდება. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ამ საკითხების მოწესრიგება სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობს. 2023 წელს, ამ თემებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა შტატში 72 კანონი მიიღეს. განსაკუთრებით ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სკოლებში პროპაგანდის საკითხებს. ასევე, არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა ევროპულ ქვეყნებშიც. ამიტომ მიდის მსჯელობა, რა არის კარგი ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი საზოგადოება არის ევროპული საზოგადოება, შესაბამისად, რაც კარგია ჩვენი საზოგადოებისთვის, ის კარგია ჩვენი ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.

როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორები ამბობენ, “კანონპროექტის მიზანია, ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერება”.

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი. მათ შორის აიკრძალება საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.

ამავე თემაზე:

რა ინფორმაციის მიწოდება აიკრძალება კონსტიტუციით საჯარო და კერძო სკოლებში სწავლებისას – დაგეგმილი ცვლილებების შინაარსი

The post „ლექტორმა რა უნდა მისცეს ჩემს შვილს? არის საშიშროება, რომ ტვინში ჩაუტუმბოს რაღაც სიბილწე…“ – მშობელი ქუთაისიდან first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ტეტსტები და პასუხები


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


A Dog of Flanders / ფლამანდური ძაღლი (ქართულად)


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


შეხედეთ ხელის გულს და გაიგეთ რას ამბობენ ეს ფიგურები თქვენზე…


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ეს ჩემი ბიჭია / That is My Boy - ქართულად


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


ანეგტოტები სვანებზე



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>