სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი შეაჩერა.
ამის შესახებ უნივერსიტეტის განცხადებაშია ნათქვამი:
“სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აკადემიური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია.
ვემიჯნებით ნებისმიერ მოწოდებას ან ქმედებას, რომელიც ამ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.
უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 20 მაისამდე, საბაუნიში სასწავლო პროცესი შეჩერებულია”.
The post საბაუნი: „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აკადემიური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია“ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.



