Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

კანონპროექტი ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის 10-წლამდე გაზრდის შესახებ უკვე პარლამენტშია –დეტალები

$
0
0

„9 წლის ნაცვლად, 10-წლიანი საბაზო საფეხური სკოლაში – „ფუნდამენტური ცვლილება“ განათლების სამინისტროში განიხილება“ – ამის შესახებ EDU.ARIS.GE ჯერ კიდევ რვა აპრილს, განათლების მინისტრზე დაყრდნობით წერდა, რომელიც ამბობდა, რომ ამ ცვლილების განხორციელებას, ზგემის მსგავსად, საზოგადოებასთან მსჯელობის შემდეგ დაიწყებდნენ. თუმცა დღეს, 16 მაისს, ცნობილი ხდება, რომ საკანონმდებლო ინიციატივა გიორგი ამილახვარის უწყებამ პარლამენტში 29 აპრილს დაარეგისტრირა.

რა იცვლება: 

ზოგადი განათლების საბაზო საფეხური ნაცვლად სამისა, ოთხწლიანი იქნება და მეათე კლასის ჩათვლით გაგრძელდება. საშუალო საფეხურზე კი ორი წელი გვექნება.

ცვლილების შემდეგ საფეხურების შესახებ ჩანაწერი ასეთი იქნება: ზოგადი განათლების საფეხურები – საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი – I-VI კლასები), საბაზო (4 წელი – VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი – XI-XII კლასები).

კანონის ამოქმედება 2025 წლის 1 ივლისიდან არის დაგეგმილი.

1 წლის დაკარგვა თუ „უკეთესი“ არჩევანი? – მოსწავლეები სკოლაში 9 წლის ნაცვლად, 10-წლიანი საბაზო საფეხურის იდეაზე

რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები:

1. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება, ასევე, შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს იქნებიან IX კლასში.

2. 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში სტატუსშეჩერებული მოსწავლეები, რომლებიც სტატუსს აღიდგენენ 2025-2026 სასწავლო წლიდან, სწავლას აგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში.

3. ის მოსწავლეები, რომლებმაც 2024-2025 სასწავლო წელს ვერ დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, 2025-2026 სასწავლო წელს სწავლას აგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში.

4. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები) განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის 3 (სამი) წლის სწავლის შედეგები, 2025 წლის 1 ივლისამდე გამოცხადებულ პროფესიულ სტუდენტთა მიღების საფუძველზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს ამ პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. ამ შემთხვევაში გაცემული საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან.

5. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები) განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არ არის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოაცხადოს პროფესიულ სტუდენტთა მიღება 2025 წლის 1 ივლისის შემდგომ.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განმარტავს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა. ამასთან, კანონის თანახმად, საქართველოს ზოგადი განათლების ხანგრძლივობა დაწყებით საფეხურზე 6 წელს, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურებზე 3-3 წელს მოიცავს, შესაბამისად, აუცილებელია, რომ მოსწავლემ საბაზო საფეხურის ჩათვლით სკოლაში 9 წელი ისწავლოს და დაძლიოს ორივე – დაწყებითი და საბაზო საფეხური.

არსებული მონაცემებით, საკმაოდ მაღალია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც მე-9 კლასის შემდეგ ტოვებენ სკოლას (3 200-მდე მოსწავლე 2023 წელს), ხოლო მათი შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივა ძალიან დაბალია, 9 კლასის დამთავრებით მიღებული ცოდნიდან და ასაკიდან გამომდინარე, ვინაიდან, სკოლაში შესვლის ასაკი 6 წელია, ხოლო საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლიდან. ასევე მატულობს მოზარდების ისეთი რისკების წინაშე დადგომის ალბათობა, როგორიცაა ბავშვთა ქორწინება, ასაკის შეუსაბამო დასაქმება და/ან ტრეფიკინგი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრა და სხვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაზო საფეხურის ერთი წლით გაზრდა და ოთხწლიანი სასწავლო პროგრამების შეთავაზება სავალდებულოა განათლების ფორმატში, რაც შესაბამისობაში მოვა წამყვანი ევროპული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებთან (მაგალითად, ფინეთის რესპუბლიკაში 11-წლიანია სავალდებულო დაწყებითი-საბაზო განათლება, საფრანგეთის რესპუბლიკაში საბაზო საფეხური მოიცავს 4 წელს, ირლანდიაში საბაზო განათლება გრძელდება 3-დან 6 წლამდე, ლიეტუვის რესპუბლიკასა და ნორვეგიის სამეფოში დაწყებითი-საბაზო განათლება 10 წელს გრძელდება). შესაბამისად, სამწლიანი საშუალო განათლება მცირდება 2 წლამდე, ისე, რომ სრული ზოგადი განათლება კვლავ 12- წლიანი რჩება.

კანონპროექტის მიღების შედეგად, მოსწავლეები უფრო მომზადებულები და ჩამოყალიბებულები იქნებიან იმისათვის, რომ მიიღონ მეტად გააზრებული გადაწყვეტილება, განაგრძონ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ პროფესიულ სასწავლებელში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე გადაწყვეტს სწავლის შეწყვეტას, ის იქნება 15-16 წლის (ერთი წლით დიდი, ვიდრე ამჟამად არსებული რეგულაციით), ხოლო შეთავაზებული სოლიდური ოთხწლიანი საბაზო საფეხურის პროგრამა უზრუნველყოფს უფრო მეტად მომზადებული ახალგაზრდის გასვლას შრომის ბაზარზე.

გარდა აღნიშნულისა, ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით, კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალი დებულებების დამატებას. იხილეთ განმარტებითი ბარათი.

ამავე თემაზე:

9 წლის ნაცვლად, 10-წლიანი საბაზო საფეხური სკოლაში – „ფუნდამენტური ცვლილება“ განათლების სამინისტროში განიხილება

1 წლის დაკარგვა თუ „უკეთესი“ არჩევანი? – მოსწავლეები სკოლაში 9 წლის ნაცვლად, 10-წლიანი საბაზო საფეხურის იდეაზე

The post კანონპროექტი ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის 10-წლამდე გაზრდის შესახებ უკვე პარლამენტშია – დეტალები first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


ნამცხვარი ”სინაზე”


Skins / მოზარდები (ქართულად) სეზონი 1


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


ანნა ფრიტცის გვამი / El cadáver de Anna Fritz / Труп Анны Фритц (2015) - რუსულად


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>