Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

4 საათში ონლაინ რეგისტრაცია 11 291-მა პირველკლასელმა გაიარა

$
0
0

20 მაისიდან 2024-2025 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტპი – საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან აცნობეს, რეგისტრაციის დაწყების მომენტიდან (09:00 საათი) 4 საათის განმავლობაში ელექტრონული რეგისტრაცია გაიარა 11 291-მა პირველკლასელმა.

რაც შეეხება ადგილების რაოდენობას, EMIS-ის ცნობით, ადგილები დარჩენილია 1 183 სკოლაში.

სკოლებში, პირველ კლასებში არსებული ადგილების რაოდენობის შესამოწმებლად გადადით ბმულზე და მოძებნეთ სასურველი.

არ დაგავიწყდეთ! ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:

– მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

– მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

ამავე თემაზე:

პირველკლასელთა რეგისტრაცია 2024-2025 სასწავლო წლისთვის იწყება – ეტაპები და ვადები


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ფეხმდზიმობა


ორი ძმა / Deux freres - ქართულად


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)


სამარხვო ნამცხვარი კაკაოთი



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>