Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15242

„ევროპის უნივერსიტეტის“ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო

$
0
0

„ევროპის უნივერსიტეტის“ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია: ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.

„ევროპის უნივერსიტეტი“ გთავაზობთ შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:

1. დაწყებითი საფეხურის (I-VI) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

2. დაწყებითი საფეხურის (I-VI) მათემატიკის მასწავლებელი;

3. დაწყებითი საფეხურის (I-VI) ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;

4. საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მათემატიკის მასწავლებელი;

5. საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ისტორიის მასწავლებელი;

6. საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;

7. საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) გეოგრაფიის მასწავლებელი;

8. საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

9. საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ბიოლოგიის მასწავლებელი;

10. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის (I-XII) ინგლისური ენის მასწავლებელი;

11. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის (I-XII) რუსული ენის მასწავლებელი.

წინასწარი რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15242

Latest Images

Trending Articles



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>