2024 წლის ივლისში, ალტე უნივერსიტეტში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს. სტუდენტებმა, 2024 წლის 23 ივნისამდე, უნდა წარმოადგინონ საკონფერენციო მოხსენების აბსტრაქტი ელ-ფოსტაზე: research@alte.edu.ge.
კონფერენციაზე აბსტრქტების მიღება, შემდეგი თემატური მიმართულებებით მიმდინარეობს:
თემატური სესია I:
- გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში;
- გამოხატვის თავისუფლება და მედია;
- გამოყენებითი ფსიქოლოგიის აქტუალური საკითხები;
თემატური სესია II:
- მეწარმეობა, ინოვაციები და სტარტაპები;
- სოციალური მედია მარკეტინგი;
- ფინანსები და ინვესტიციები;
- ტურიზმი, აგროტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი;
თემატური სესია III:
- ხელოვნური ინტელექტი;
- საინფორმააციო უსაფრთხოება და კიბერუსაფრთხოება;
- Big Data და მონაცემთა მეცნიერება.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ფაილი.







