Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

„ზოგად განათლებაში ორი გამოცდა იქნება შემოღებული“ –განათლების მინისტრის მოადგილე

$
0
0

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, სკოლაში განმავითარებელი და მოსწავლის საშუალო განათლების შეფასებისთვის გამოცდებს შემოიღებენ.

ამის შესახებ მან დღეს, 10 ივნისს, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის წარდგენისას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ისაუბრა.

კანონპროექტი ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის 10-წლამდე გაზრდის შესახებ უკვე პარლამენტშია – დეტალები

„ზოგადად, ეროვნული სასწავლო გეგმა გადანაწილებული იქნება ისე, რომ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ იქნას დატვირთული უფრო მეტად, ვიდრე აქამდე იყო. უფრო გამარტივდება ეს ყველაფერი. ანუ რეალურად რაციონალურად იქნება განაწილებული ის ცოდნის მიღება ამ მოსწავლეში, რომელიც აქამდე ცხრა წელიწადში ხორციელდებოდა.

მინისტრის მოადგილის თქმით, დაემატება ის მნიშვნელოვანი სეგმენტები, რომლებიც მოსწავლის უნარების მეტად გასაძლიერებლად იქნება საჭირო.

„ეს ერთი დიდი რეფორმის ნაწილია და აქვე ვიტყვი, რომ მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ორ საფეხურზე დაწყებითსა და საბაზოზე განმავითარებელი გამოცდები იქნება დადგენილი, ხოლო საატესტაციო გამოცდა, ანუ საშუალო განათლების ზოგადი გამოცდა, იქნება XII კლასში. ზოგად განათლებაში ეს ორი გამოცდა იქნება შემოღებული. აქ არის საუბარი საშუალო განათლების შეფასებასთან დაკავშირებით, ბოლო ეტაპია დარჩენილი, თუ რა ტიპის ტესტები უნდა იქნას შემუშავებული. აი, ამ ეტაპზე არის მისული და ესეც რომ იქნება მიღებული, ფაქტობრივად, ეს ნაწილი მთლიანად იქნება ჩამოყალიბებული. ტესტის უნარებზეა საუბარი, ეს იყოს განკუთვნილი მხოლოდ საატესტაციოდ, თუ დავუშვათ უმაღლესში ტრანზიციის თვალსაზრისით, ამ ტიპის ტესტზე მიდის მსჯელობა, ესეც დარეგულირდება და მთლიანი პაკეტი იქნება შემოთავაზებული“, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა დღეს, 10 ივნისს კანონპროეტის წარდგენისას.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

ასევე იხილეთ:

1 წლის დაკარგვა თუ „უკეთესი“ არჩევანი? – მოსწავლეები სკოლაში 9 წლის ნაცვლად, 10-წლიანი საბაზო საფეხურის იდეაზე

9 წლის ნაცვლად, 10-წლიანი საბაზო საფეხური სკოლაში – „ფუნდამენტური ცვლილება“ განათლების სამინისტროში განიხილება


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


ნამცხვარი ”სინაზე”


Skins / მოზარდები (ქართულად) სეზონი 1


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


ანნა ფრიტცის გვამი / El cadáver de Anna Fritz / Труп Анны Фритц (2015) - რუსულად


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>