Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1 943 ლარამდე გაიზარდა –განათლების სექტორის მაჩვენებელი

$
0
0

2024 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.2 პროცენტით (226.8 ლარით) გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დღეს, 17 ივნისს აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 519.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 20.2 პროცენტით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 956.5 ლარი (გაიზარდა 9.0 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 672.7 ლარი (გაიზარდა 12.0
    პროცენტით);
  • მშენებლობა – 2 624.6 ლარი (გაიზარდა 22.3 პროცენტით).

რაც შეეხება განათლებას, საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში განათლება შესაბამის დიაგრამაზე “P” ნიშნით არის გამოსახული და ის ანაზღაურების თვალსაზრისიტ კვლავ ბოლო ადგილზეა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში განათლების სექტორში საშუალო თვიური ხელფასის მაჩვენებელი 1009 ლარიო იყო, 2024 წლის I კვარტალში კი 1 126 ლარია.

“2024 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 226.3 ლარით (12.9%) გაიზარდა და 1 985.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 069.0 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 8.8 პროცენტით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 035.1 ლარი, გაიზარდა 10.9 პროცენტით) სფეროებში ფიქსირდება”, – აღნიშნულია საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: საქსტატის ანგარიში


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


A Bug's Life / მწერის ცხოვრება (ქართულად)


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები წლების მიხედვით


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


საშვილოსნოს ყელში ნაბოთის ცისტა


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


სტუდენტი გამოძახებით / Mes chères études / Студентка по вызову (2010)


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


გისოსებს მიღმა... (სრულად)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


ვეფხვის სახლი / Tiger house / Дом тигра (2015) - რუსულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>