Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

განათლების მინისტრის პასუხი წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სტატუსის დანამატის შემცირებაზე

$
0
0

საჯარო სკოლის სტატუსიანი მასწავლებლების ახალ სახელფასო ფორმულაში წამყვანი და მენტორი მასწავლებლების სტატუსის დანამატების 150 და 300 ლარით განსაზღვრის შესახებ, რომელსაც პედაგოგთა უკმაყოფილება მოჰყვა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი ასეთი განმარტებით პასუხობს:

„მართლაც უპრეცედენტოა სახელფასო პოლიტიკა?“ – კალკულაცია, შედარება და პროგნოზები მენტორი მასწავლებლისგან

სტილი დაცულია:

“ერთი განმარტება მინდა გავაკეთო წამყვანი და მენტორი პედაგოგებისთვის: ჩემთვის არის ყველაზე მეტად ცნობილი ის უდიდესი შრომა, რომელიც მათ გაწიეს ამ სტატუსების მოსაპოვებლად და მათ აქამდეც ყველაზე მაღალი ანაზღაურება ჰქონდათ უფროს და წამყვან პედაგოგებთან შედარებით. მე მაგალითისთვის გეტყვით, რომ მათ ნაწილსაც კი, აი, მაგალითად წამყვანი მასწავლებლების ნახევარს 400 ლარით ეზრდება ხელფასი, არათუ ორასით, არამედ ოთხასით. ეს შედარებით ნაკლებად ეხება მენტორ მასწავლებლებს, იმიტომ, რომ ისინი რაოდენობრივადაც ცოტა არიან და ისედაც დიდი ხელფასი აქვთ, თუმცა მინიმუმ ორასლარიანი მატება მათაც ეხებათ.

“ეხლა, რეალურად, გაჩნდა შესაძლოა გარკვეულად ასე ვთქვათ მოსაზრებები და უკმაყოფილება იმ ნაწილში, რომ ის პროპორცია, რაც იყო ვთქვათ უფროს მასწავლებელსა და მენტორ მასწავლებელს შორის, რა თქმა უნდა, შემცირდა. არ გათანაბრებულა, 300-400 ლარიანი სხვაობა ასეც და ისეც რჩება და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ სრული ტყუილია, თითქოს ჩვენ რაღაცა გავაუქმეთ…”, – განაცხადა განათლების მინისტრმა 23 ივნისს, ტელეკომპანია იმედის ეთერში.

ამავე თემაზე:

„გავიხედოთ ოდნავ წინ, რას გამოიწვევს ეს სახელფასო პოლიტიკა…“ – ნანა დაბრუნდაშვილის ანალიზი

„ახლა მე მოგიყვებით განათლების სამინისტროს, მასწავლებლის სქემისა და ხელფასების ამბავს გლეხურ ენაზე“

გამოქვეყნდა მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა – ბრძანება

განათლების სამინისტრო სახელფასო ფორმულის განმარტებებს აქვეყნებს – დოკუმენტი


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


გისოსებს მიღმა... (სრულად)


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


მარტოსულობის უპირატესობანი / The Perks of Being a Wallflower - ქართულად


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


- მარტო გადაკუზული (რაკამ)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>