Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 14429

SANGU-ში მასწავლებლის მომზადების პროგრამის 2022-2023 წლის კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა

$
0
0

4 ივლისს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის 2022-2023 წლის კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

კურსდამთავრებულებს მიესალმნენ, სასწავლო კურსის წარმატებულად დასრულება მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს ნდობისთვის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფესორმა ზურაბ ბერიამ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა პაპუნა გურულმა და საგანმანათლებლო პროგრამის მუშაობაში ჩართულმა პროფესორ-მასწავლებლებმა.

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს წარმატებული სწავლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიების დასასრულს საზეიმო ვითარებაში გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი.

კურსდამთავრებულებს ვულოცავთ პროგრამის დასრულებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.


Viewing all articles
Browse latest Browse all 14429

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>