Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15235

„ასეთი მიდგომა ნაკლებად სამართლიანია“ –აბიტურიენტი უნივერსიტეტების ნაწილისგან უცხო ენად მხოლოდ ინგლისურის არჩევაზე

$
0
0

2024 წლის აბიტურიენტების გამოცდები უცხოურ ენებში დღეს დასრულდა. შუადღის სესიაზე ტესტირება იმ აბიტურიენტებისთვის ჩატარდა, რომლებმაც მეორე სავალდებულოდ ჩასაბარებელ საგნად ინგლისურის ნაცვლად, რუსული, ფრანგული და გერმანული ენები აირჩიეს. აპლიკანტები გამოცდას მხოლოდ ერთ სესიაზე წერდნენ, რადგან მათთან შედარებით, ვინც ინგლისურის ტესტი ჩააბარა, მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილნი.

EDU.ARIS.GE შეეცადა გაერკვია, რამდენად დარწმუნებული არიან საკუთარ არჩევანში და გრძნობენ თუ არა თავს თანაბარ კონკურენტულ პირობებში ის აპლიკანტები, რომლებმაც უხო ენად ინგლისურის ჩაბარება არ გადაწყვიტეს.

„ბევრ უნივერსიტეტს კონკრეტულ ფაკულტეტებზე სტუდენტის მოსახვედრად კვლავ მხოლოდ ინგლისური აქვს არჩეული – „საერთაშორისო ურთიერთობებზე სხვა უცხო ენით თუ გეგმავ ჩვენთან ჩაბარებას, მაშინ ვერ ჩააბარებო“, მაგალითად, ასე მითხრეს თსუ-ში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობებზე უცხო ენებიდან მხოლოდ ინგლისური ენა ბარდება, საგამოცდო ბარიერი კი 51%-ზე მეტია. ასეთი მიდგომები ნაკლებად არის სამართლიანი. ილიას უნივერსიტეტში ყველა უცხო ენა ბარდება, ამიტომ ვფიქრობ ილიაუნის. კერძო უნივერსიტეტების გარკვეულ ნაწილსაც მსგავსი პრაქტიკა აქვს. ვფიქრობ, რომ ინგლისური არ უნდა იყოს პრიორიტეტული ყველა უცხო ენას თანაბარი წონა უნდა ჰქონდეს“, – გვეუბნება ლუკა კაპანაძე, რომელმაც დღეს გამოცდა რუსულში ჩააბარა.

კიდევ ერთი აბიტურიენტი, რომელიც გერმანულ ენას აბარებს გვიხსნის, რომ მისთვის გამოწვევაა თუ როგორ გაართმევს თავს უნივერსიტეტში ინგლისურ ენის სწავლას, როცა სხვა უცხო ენას აბარებს. აბიტურიენტი მოგვითხრობს, რომ უნივერსიტეტებში ის საგანი რომლითაც აბარებს – გერმანული, ძირითად საგნად არ ისწავლება.

„ინგლისური ვიცი საშუალოდ, გერმანული კი C1 დონეზე. სტუდენტი რომ გავხდები ვაპირებ, რომ გავიუმჯობესო ცოდნა და ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატიც ავიღო. თუმცა გავარკვიე და ზუსტად ვიცი, რომ ჩემს სასურველ უნივერსიტეტში ინგლისური ენის სწავლა მომიწევს და არა გერმანულის. ეს, ალბათ, არ არის სამართლიანი. რომელი საგნითაც ვაბარებთ, სასურველია იქ იმავე საგანს ვსწავლობდეთ, ინგლისურთან ერთად. ამის გამო გეგმა არ შემიცვლია. დარწმუნებული ვარ, გერმანულს ვინც ვაბარებთ, მაღალი კონკურენცია იქნება“, – ამბობს ანიტა ლილუაშვილი.

დღეს საქართველოს მასშტაბით გახსნილ საგამოცდო ცენტრებში განაწილებული აპლიკანტებიდან 79%-მდე გამოცხადდა და არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, რატომ ირჩევთ იმ უცხო ენას, რომლითაც აბარებთ. რა პრიორიტეტებს ხედავთ მათში და პირიქით.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ


Viewing all articles
Browse latest Browse all 15235

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


მასწავლებელის კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოყენებული ტესტები – გამოცდები...


ღია ოვალური ხვრელი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


მსოფლიოს 10 საუკეთესო პლაჟი 2018 წელს


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე


ნამცხვარი ”დათუნია”


ჯოჯოხეთიდან / From Hell - ქართულად დუბლირებული - qartulad


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


ქმედება ოცნების ნაცვლად 2 (სრულად)


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


Love Sonia / სიყვარულით სონია (ქართულად)


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


გოგონა მარგალიტის საყურით / Girl With a Pearl Earring - ქართულად


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>