Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

საბაუნის სტუდენტის ევროპული თავგადასავალი

$
0
0

სტეფანე ხითარიშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის (საბაუნის) ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, 2024-2025 წლის გაზაფხულის სემესტრს პოლონეთში, კალიშის უნივერსიტეტში ატარებდა. მისი ერთსემესტრიანი მობილობა Erasmus+ KA171 კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. სტეფანე გვიზიარებს თავის გამოცდილებას და შთაბეჭდილებებს ამ ევროპული თავგადასავლის შესახებ.

“ჩემი მოლოდინები სრულად გამართლდა,” – ამბობს სტეფანე, – “პოლონეთში გატარებულმა ერთმა სემესტრმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა.” იგი აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი საკმაოდ საინტერესო იყო. “სემესტრის დაწყებისთანავე ვგრძნობდით მასპინძელი უნივერსიტეტის მხარდაჭერას ადაპტაციაში. ლექტორების სწავლების მეთოდები ინოვაციური, მაგრამ ნაცნობი იყო ჩემთვის, რადგან საბაუნიში ევროპული სტანდარტებით სწავლება საკმაოდ გამოცდილი პრაქტიკაა”.

სტეფანესთვის პროგრამის მთავარი ბენეფიტი მოგზაურობა აღმოჩნდა.

“ვინაიდან ტურიზმი ჩემი პროფესიაა, მოგზაურობა პირდაპირ კავშირშია მასთან. მოგზაურობის დაგეგმვა, ახალი ადგილების მონახულება, შესწავლა, შთაბეჭდილებები, უამრავი დადებითი ემოცია… ეს ყველაფერი მოგზაურობის ნაწილია. ამ გამოცდილებების შემდეგ ჩემი პროფესია უფრო მეტად შემიყვარდა”.

პროგრამამ სტეფანეს საშუალება მისცა გაეუმჯობესებინა როგორც პერსონალური, ისე პროფესიული უნარები.

“ვისწავლე სრულიად დამოუკიდებლად ცხოვრება. უკეთ შევიცანი თავი, ახლა უკეთ ვაფასებ ჩემს შესაძლებლობებს და აღმოვაჩინე, რომ გაცილებით მეტი შემიძლია, ვიდრე ვფიქრობდი”, – ამბობს იგი.

პროფესიული თვალსაზრისით, სტეფანე ხაზს უსვამს დამოუკიდებლად მუშაობის უნარების გაუმჯობესებას.

სტეფანე იხსენებს განსაკუთრებულ მომენტს თავისი მობილობის პერიოდიდან: “ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუკი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას პირისპირ შევხვდებოდი კალიშში ვიზიტისას”.

გარდა ამისა, იგი აღნიშნავს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობას, რამაც დაეხმარა ადგილობრივი სტუდენტებისა და ლექტორების გაცნობაში.

“რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, ალბათ გავაგრძელებდი რუტინულ ცხოვრების სტილს, რომელიც უნივერსიტეტს, სამსახურს და ვარჯიშს მოიცავდა,” – ასკვნის სტეფანე. “დავამთავრებდი საბაკალავრო პროგრამის ოთხ წელს და ვერ მივიღებდი იმდენ გამოცდილებას, რაც ერთმა სემესტრმა მომცა პოლონეთში”.

სტეფანეს ისტორია ნათლად აჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილება სტუდენტებისთვის, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარების თვალსაზრისით. მისი გამოცდილება შთამაგონებელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ სემესტრს უცხოეთში გააფართოოს ჰორიზონტები და შექმნას ახალი შესაძლებლობები.
ყოველთვის მიიღეთ გამოწვევები და ყოველგვარი დაბრკოლების მიუხედავად ყოველთვის თქვით – დიახ! ფოკუსირდით არა იმაზე, რომ სახლიდან შორს ხართ, არამედ იმაზე, თუ რა გამოცდილებას შეგძენთ ეს ყველაფერი და როგორ გამოიყენებთ მას სამომავლოდ.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


S.W.A.T.: Under Siege / სპეცრაზმი: ალყა (ქართულად)


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


მასწავლებელთა გამოცდაზე გამოყენებული ტესტები – ქიმია, ხელოვნება, სპორტი და...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ჯარისკაცი / Soldier (1998)


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


გისოსებს მიღმა... (სრულად)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


ნანემსარის გამაგრება


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


ორნი ქალაქში / Deux hommes dans la ville - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>