შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 12 ივლისს, აბიტურიენტთა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული მათემატიკის საგნის ტესტები გამოაქვეყნა.
იხილეთ გამოყენებული ტესტები:
2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები
რაც შეეხება მათემატიკის გამოცდის სწორ პასუხებს/შეფასების სქემებს, გამოცდების პირველად შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მათემატიკის გამოცდის ორივე სესიაზე გამოცხადდა რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 93% და დაიგვიანა 5-მა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 15 ივლისს ისტორიის გამოცდით გაგრძელდება, ხოლო მასწავლებლის გამოცდის მონაწილეები გეოგრაფიისა და ბიოლოგიის გამოცდას ჩააბარებენ.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე