Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

„ყურადღება მიაქციეთ 38-ე დავალებას“ –რაზე აფრთხილებს სპეციალისტი აბიტურიენტებს, რომლებიც ხელოვნების გამოცდას აბარებენ

$
0
0

არჩევითი საგნების სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ ხელოვნება აბიტურიენტების ყველაზე მცირე ნაწილმა აირჩია – 270-მდე გამოსაცდელმა. ეს რიცხვი ასეთი მცირედი იმიტომ არის, რომ უნივერსიტეტებს არ აქვთ სწორი მიდგომა, კიდევ არის სხვა მიზეზებიც“, – ამბობს ხელოვნებათმცოდნე და ხელოვნების საგნის მასწავლებელი, ჯუბა ფეიქრიშვილი, EDU.ARIS.GE-სთან და იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ამ საგანში აბარებენ გამოცდას, წინასაგამოცდო გაფრთხილებებს აძლევს.

სპეციალისტის თქმით, უნივერსიტეტები, რომლებშიც სახელოვნებო მიმართულებები ისწავლება, სტუდენტის მიღების მიზნით, ძირითად საგნად არა ხელოვნებას, არამედ ისტორიას ირჩევენ, რაც არ არის ჯანსაღი მიდგომა. ჩვენი რესპონდენტის აზრით, ამ მიდგომის გამო წელს ისტორიით უფრო მეტი აბიტურიენტი აბარებს, ვიდრე გასულ წლებში, რადგან ადგილების რაოდენობა მეტია.

როგორც ჯუბა ფეიქრიშვილი აღნიშნავს, ისტორიის საგნისგან განსხვავებით, რომელსაც სკოლებში მე-12 კლასის ჩათვლით სწავლობენ, ხელოვნება მე-9 კლასის შემდეგ აღარ ისწავლება, შესაბამისად, აბიტურიენტებიც ფიქრობენ, რომ მათთვის სასურველია, თუ ისტორიას აირჩევენ.

“არა მხოლოდ სახელოვნებო მიმართულებებზე, ძალიან ბევრი ფაკულტეტია, სადაც უნივერსიტეტებს ძირითად საგნად ისტორია აქვთ შერჩეული. ეს მიდგომა არასწორია, აბიტურიენტი, რომელიც სტუდენტი გახდება და სწავლას შემოქმედებითი მიმართულებით გააგრძელებს, სასურველია ხელოვნების საგანი ჰქონდეს ჩაბარებული. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მის საუნივერსიტეტო შედეგს”, – ამბობს სპეციალისტი.

წინასაგამოცდო გაფრთხილება, მათთვის ვინც ხელოვნების გამოცდას წერს:

,,პირველ რიგში, გირჩევთ, დრო სწორად გადაანაწილოთ. წინასწარ განსაზღვრეთ, სხვადასხვა ტიპის დავალებას რა დროს დაუთმობთ და ეცადეთ, გამოცდაზეც იგივე გაიმეოროთ. ყურადღება მიაქციეთ 2023 წლის ტესტში შესულ რთულად ფორმულირებულ კითხვებს. ეს დაზოგავს თქვენს დროს, რადგან კონცენტრირდებით არა კითხვის ფორმულირებაზე, არამედ საკითხის გააზრებაზე. ასევე, დააკვირდით 38-ე დავალებას, რომელშიც შარშან პირველად მოვიდა არქიტექტურის საკითხი. ამ დავალებაში წლების მანძილზე მხოლოდ ფერწერაზე იყო შესასრულებელი სამუშაო, წელს, ვფიქრობ, კვლავ არქიტექტურაზე იქნება.

“რაც შეეხება წერილობით დავალებებს, იმის გათვალისწინებით, რომ საგამოცდო ფურცელზე შეზღუდული რაოდენობის ტექსტის გადატანა შეგიძლიათ, მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მიერ ჩამოყალიბებული აზრი იყოს ოპტიმალური მოცულობის. წერილობითი დავალებები რამდენიმე კითხვად არის ჩაშლილი. თუ მოხდა ისე, რომ რომელიმე კითხვას ვერ უპასუხებთ, (მაგალითად, გიჭირთ მიმდინარეობის ან ეპოქის დადგენა), არ დაიბნეთ, აუცილებლად უპასუხეთ დარჩენილ კითხვებს, მიეცით ნამუშევარს ერთიანი სტრუქტურა და მხოლოდ არგუმენტებზე დაყრდნობით გამოხატეთ საკუთარი დამოკიდებულება”, – უხსნის აბიტურიენტებს ხელოვნებათმცოდნე.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ხელოვნების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი –  3 საათი. აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


A Dog of Flanders / ფლამანდური ძაღლი (ქართულად)


ანნა ფრიტცის გვამი / El cadáver de Anna Fritz / Труп Анны Фритц (2015) - რუსულად


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ტეტსტები და პასუხები


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


ნამცხვარი ”სინაზე”



Latest Images