Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

ევროპის წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, KIU ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის (FIM) სამაგისტრო პროგრამას გთავაზობთ –რეგისტრაცია დაიწყო

$
0
0

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024-2025 აკადემიური წლისთვის აცხადებს რეგისტრაციას ახალ სამაგისტრო პროგრამაზე – „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM).

FIM სამაგისტრო პროგრამა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) 2004 წელს შეიქმნა. 2008, 2011, 2014, 2017 და 2020 წლებში იგი გერმანიის სამაგისტრო პროგრამების სარეიტინგო სისტემისა და CHE Master-Ranking-ის ეროვნული რეიტინგის სათავეში მოექცა. აღნიშნული პროგრამის კარიერული შესაძლებლობები ვრცელდება ყველა სექტორზე, სადაც საჭიროა ფინანსური მართვის მოდელებისა და ტექნოლოგიების ცოდნა. პროგრამა მომავალ პროფესიონალებს უვითარებს ისეთ უნარებს, რომლებიც აუცილებელია გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად და საერთაშორისო სარბიელზე აღიარების მოსაპოვებლად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში FIM-ის ხელმძღვანელია პროფესორი რუდი ზაგსტი, რომელიც ამავდროულად მათემატიკური ფინანსების კათედრას ხელმძღვანელობს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) და FIM პროგრამის თანადამფუძნებელია. პროგრამის თანახელმძღვანელია KIU-ს მენეჯმენტის სკოლის პროფესორი აკაკი ხელაძე.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების ნაწილს სრულად დაუფინანსებს FIM პროგრამაზე სწავლის გადასახადს. დამატებით, მაგისტრანტებს შესაძლებლობა ექნებათ, პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსი ტორონტოსა და მიუნხენში გაიარონ. FIM-ზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა აპლიკაციების მიღება 10 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება და ზეპირი გამოცდის/მიღების ინტერვიუს წარმატებით გავლა. ზეპირი გამოცდა ეტაპობრივად, 1 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, რეიტინგული და მოთხოვნადი სახელმწიფო უნივერსიტეტია საქართველოში. KIU-მ სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო და მოკლე დროში მოექცა ქვეყანაში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგის სათავეში (2021, 2022, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით). მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) მიერ KIU აღიარებულ იქნა, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი და პროგრესული საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონში.

პროგრამის შესახებ დეტალები

სამაგისტრო პროგრამა – „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM) KIU-ში, ევროპის ლიდერ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით ხორციელდება და მასში TUM-ის, ტორონტოსა და სხვა უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები არიან ჩართულნი.

პროგრამის კონცენტრაციებია: რაოდენობრივი ფინანსები (Quantitative Finance – QF), ფინანსური მართვა (Financial Management – FM), ბიზნეს და საინფორმაციო სისტემების ინჟინერია (Business and Information Systems Engineering – BISE).

პროგრამაში შემავალი სასწავლო კურსებია: ბლოკჩეინების სისტემის ინჟინერია; საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპლექსური შემოწმება და აუდიტი; ფინანსური ეკონომეტრიკა; მანქანათმცოდნეობა; ბიზნეს პროცესების მართვა და ციფრული ინოვაცია; ციფრული შეფერხება, ინოვაცია და ტრანსფორმაცია და სხვა. პროგრამა განხორციელდება ინგლისურ ენაზე.

FIM-ის კარიერული შესაძლებლობები

მრავალფეროვანია იმ მიმართულებების ჩამონათვალი, რომლებშიც FIM პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმებას ან საქმიანობის გაგრძელებას. ეს მიმართულებებია: ფინანსური სექტორი, ფინ-ტექ სექტორი და სადაზღვევო-ტექ და საინვესტიციო ბიზნესი, ციფრულ-ფინანსური სერვისების საკონსულტაციო მიმართულებები, კონცეპტუალური პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის ბიზნესი, ჯანდაცვა და ფარმაცევტული სექტორი, IT და მონაცემთა მეცნიერების მიმართულება და მრავალი სხვა, სადაც ფინანსების მართვის ტექნოლოგიური მოდელების საჭიროებებია.

პროგრამის საფასური და დაფინანსება

პროგრამის ყოველწლიური საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის შეადგენს 12,250 ლარს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 7,000 ევროს. ამ თანხაში შედის: სწავლის საფასური, KIU-ს სტუდიოს ტიპის ოთახში ცხოვრების საფასური პროგრამის განმავლობაში, კამპუსის შიდა ტრანსპორტი, მისასალმებელი ნაკრები ლეპტოპით და საჭირო აღჭურვილობით, Office365, კორპორატიული ნაკრები, ონლაინ ბიბლიოთეკაზე, მონაცემთა ბაზებსა და LMS-ზე წვდომა.

საუკეთესო კანდიდატებს KIU სთავაზობს სწავლის დაფინანსებას. დაფინანსების მოპოვება ხდება განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. დაფინანსება განხორციელდება შესაბამის კატეგორიაზე გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე, სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით. პროგრამისა და გრანტების შესახებ დეტალები იხილეთ  აქ.

დეტალური ინფორმაცია KIU-სა და FIM პროგრამის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია:

დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:

fim@kiu.edu.ge
ტელ: 511 138 197
www.kiu.edu.ge

(R)


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


ტარხუნის წვენი


შაბი და ვაგინა


რომელ ზოდიაქოს ნიშანს რა ღირსება გააჩნია - თუ მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტეთ


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ეს ჩემი ბიჭია / That is My Boy - ქართულად


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


შაურმა ქათმის ხორცით


დაქალი დაქალს:


მალე დაგიგემოვნებ მარწყვის ტუჩებს (4)


მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ტეტსტები და პასუხები


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


Harlots / მეძავები (ქართულად)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>