Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს ქართული ენის სწავლის ან გაუმჯობესების შესაძლებლობა ექნებათ –ვადები და პირობები

$
0
0

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის განახლდა სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამა.

პროგრამა საშუალებას აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლება მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელებამდე ერთი სასწავლო წელი დაეუფლონ ქართულ ენას ან გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნის დონე და პარალელურად ქართულ ენაზე გაიარონ მათთვის სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის საჭირო დარგობრივი რელევანტური საგნები. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები უზრუნველყოფილი იქნებიან სწავლის საფასურით, ყოველთვიური სტიპენდიით და საცხოვრებლით.

პროგრამაზე ჩარიცხვისთვის განცხადებების ელექტრონული მიღება დაწყებულია და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციაში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში.

დეტალური ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციისა და რეგისტრაციის პირობების შესახებ იხილეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდებზე.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა 2019 წლის შემდეგ არ განხორციელებულა.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები წლების მიხედვით


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


საშვილოსნოს ყელში ნაბოთის ცისტა


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


სტუდენტი გამოძახებით / Mes chères études / Студентка по вызову (2010)


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


კორვალოლის, ვალოკორდინისა და ვალიდოლის რეგულარულად მიღება სიკვდილს იწვევს!


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


Love Sonia / სიყვარულით სონია (ქართულად)


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


ადექით, ბიჭებო / Stand Up Guys - ქართულად


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>