Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

როგორია მოსწავლეებზე მზრუნველი დამრიგებლის გეგმა და ხედვა 2024-2025 სასწავლო წლისთვის

$
0
0

„სწავლის დაწყების პირველ დღეს სკოლაში ყოველთვის დიდი მოლოდინი ახლავს, მაგრამ წელს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო წელი მაქვს, რადგან პირველკლასელები უნდა მივიღო. მათთვის პირველი დღე უნდა იყოს საინტერესო, ლამაზი, მხიარული და შთამბეჭდავი, რადგან სასკოლო გარემოსთან, წესებთან და სწავლასთან შეგუების გზა ხალისიანად შეუდგნენ”, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების გამოცდილი დამრიგებელი, ბაიკო მაჩიტიძე გვესაუბრება და სწავლის დაწყებასთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებს გვიზიარებს.

როგორც პედაგოგი ამბობს, კოლეგების მსგავსად, მისი მთავრი გამოწვევაც ისაა, რომ პირველი სასწავლო დღე სწორედ ისეთი გამოვიდეს, როგორიც სკოლამ საყვარელი მოსწავლეებისთვის ჩაიფიქრა.

ბაიკო მაჩიტიძე საკუთარ გეგმაზეც ვრცლად გვესაუბრა:

უნდა შევეცადო, პირველ დღე სკოლაში იყოს ტრადიციულად გამორჩეული

ჩვენს სკოლას აქვს პირველკლასელების დახვედრის ტრადიცია – ეზოში, ან შენობის ფოიეში ლამაზი კუთხე ეწყობა. ჯერ პირველკლასელებს სკოლის ადმინისტრაცია ესალმება, შემდეგ კი სპეციალურად მათთვის, უფროსკლასელები საცეკვაო ნომრით წარდგებიან.

ამის შემდეგ მხიარული აქტივობები საკლასო ოთახში გრძელდება. ლამაზად შეფუთული სასწავლო ნივთები, მისალოცი ბარათები მათთვის და მშობლებისთვის ყველა მოსწავლეს პერსონალურად დახვდება მერხზე. წინასწარ მომზადებული პოსტერებით ერთმანეთის გაცნობისა და საკუთარი თავის წარდგენის აქტივობაც გვექნება.

წლის დასაწყისში შევადგინოთ სადამრიგებლო პროგრამის გეგმა

ამ გეგმაში გაწერილია აქტივობების მონახაზი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. აქტივობები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: პიროვნული და მორალური განვითარება, უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება, გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი, თვალსაწიერის გაფართოება. კითხვის უნარის განვითარება და სხვა.

ჩემს გეგმაში გავწერე ანბანზე, ასევე მათემატიკურ საკითხებზე ღია გაკვეთილების ჩატარების სტრატეგია. რატომღაც, უფრო აქტუალური არის ანბანის შესახებ აქტივობები და მათემატიკა ყურადღების მიღმა რჩება, მინდა რომ ასე არ იყოს.

პედაგოგი ამბობს, რომ ამ ეტაპზე აქვს ამოცანა, დაძლიოს მთავრი გამოწვევაა – პირველკლასელთა მიღება, შეძლოს მათი ნდობის მოპოვება, მშობლებთან პოზიტიური და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.

“პირველკლასელებს ძალიან უყვართ, როცა მათ ღიმილით ხვდებიან, მოსწონთ, როდესაც შეაქებენ. მასწავლებელმა არ უნდა დაიშუროს პოზიტიური კომპლიმენტი მათ მიმართ. ყურადღებიანი მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია მშობლების თანადგომაც. ხშირად უნდა ისაუბრონ შვილებთან სკოლაზე, მომავალ მასწავლებელზე, რა თქმა უნდა დადებითი, რადგან ეს ყველაფერი პატარებს უქმნის სასიამოვნო მოლოდინს, დადებითი წინასწარი განწყობა მასწავლებელს ეხმარება, რომ პოზიტიური სასწავლო გარემო შექმნას”, – აცხადებს ბაიკო მაჩიტიძე.

გამოცდილო დამრიგებელებო, გაგვიზიარეთ, რა არის თქვენი გეგმა 2024-2025 სასწავლო წელს.

ისევე იხილეთ:

რატომ გვჭირდება სკოლა?

„ფიქრები, სანამ გაკვეთილი დაიწყება…“ – ჩემი სათქმელი განათლებაზე


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


A Bug's Life / მწერის ცხოვრება (ქართულად)


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები წლების მიხედვით


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


საშვილოსნოს ყელში ნაბოთის ცისტა


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


სტუდენტი გამოძახებით / Mes chères études / Студентка по вызову (2010)


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


გისოსებს მიღმა... (სრულად)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


ვეფხვის სახლი / Tiger house / Дом тигра (2015) - რუსულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>