Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

28 სექტემბერს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2024 გაიმართება

$
0
0

28 სექტემბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2024.

სამეცნიერო პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევათა სახალისო ფორმით წარმოჩენა ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის.

ილიაუნის მეცნიერები და მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები ილიაუნის ეზოში საინტერესო ექსპერიმენტებს, ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს შემოგთავაზებენ.

პიკნიკზე დააკვირდებით საინტერესო აქტივობებს, რომლებიც ხსნიან ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და სხვა მეცნიერებათა მომხიბვლელ პრინციპებს.

ექსპერიმენტებისა და დემონსტრაციების გარდა თბილისის ზოოპარკი, განათლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციები, საჯარო და კერძო სკოლები და კერძო ორგანიზაციები წარმოგიდგენენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სიახლეს, ასევე საკუთარ კვლევებსა და მიღწევებს.

ჩვენი სამეცნიერო პიკნიკი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გართობა და თამაშები – ეს არის შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მე-4 მიზნის (SDG 4) – „ხარისხიანი განათლება: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის” – შესრულებაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო პიკნიკი SDG 4-ისთვის:

  • პრაქტიკული სწავლება: ინტერაქციული სამეცნიერო ექსპერიმენტები და დემონსტრაციები ხელს უწყობენ კრიტიკული აზროვნების, ცნობისმოყვარეობისა და პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარებას;
  • ინკლუზიური განათლება: ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ყველასთვისაა და ხელს უწყობს ვიზიტორების წვდომას ხარისხიან საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე განურჩევლად ასაკისა და გამოცდილებისა.
  • უწყვეტი სწავლების (lifelong learning) წახალისება: პიკნიკი ეხმარება როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს მეცნიერების საოცრებების შესასწავლად. მისი მიზანია სწავლისადმი უწყვეტი გატაცების გაღვივება.

დრო: 28 სექტემბერი, 12:00 -17:00 საათი.

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5)
სამეცნიერო პიკნიკის დასრულების შემდეგ ღონისძიების მთავარ სცენაზე ტრადიციულად წელსაც გაიმართება პირველკურსელების მიღების ცერემონია.
დასწრება თავისუფალია.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


გისოსებს მიღმა... (სრულად)


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


Vatanım Sensin / ღალატი და ერთგულება (ქართულად)


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


სტუდენტი გამოძახებით / Mes chères études / Студентка по вызову (2010)


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ვეფხვის სახლი / Tiger house / Дом тигра (2015) - რუსულად


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


საშვილოსნოს ყელში ნაბოთის ცისტა


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


- მარტო გადაკუზული (რაკამ)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>