Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

„წელს, მე-12 კლასში პირველად შევა საგანი „მოქალაქეობა“ და პროექტი სამოქალაქო განათლებაში“

$
0
0

2024-2025 სასწავლო წელს XII კლასში პირველად შევა საგანი “მოქალაქეობა” და პროექტი სამოქალაქო განათლებაში.

როგორც განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა სწავლის დაწყების წინ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, თვლის, რომ “ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლებასთან ერთად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, აქტიურ და სამშობლოზე მზრუნველ, ტოლერანტ, საკუთარი და სხვისი კულტურის, ტრადიციის დამფასებელ, საკუთარი და სხვისი უფლებების ამღიარებელ და დამფასებელ, დემოკრატიული ცნობიერების მქონე ადამიანად ჩამოყალიბებაში სწორედ სამოქალაქო განათლების სწავლებას აქვს დიდი წვლილი”.

რა იდეებსა და კონცეპტებს შეისწავლიან მოსწავლეები

“წელს, მე-12 კლასში პირველად შევა საგანი “მოქალაქეობა” და პროექტი სამოქალაქო განათლებაში. შედეგად, მე-3 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით (III-IV – “მე და საზოგადოება”, V-VI – “ჩვენი საქართველო” და VII-XII – “მოქალაქეობა”) სამოქალაქო განათლების ფარგლებში ისწავლება ისეთი იდეები და კონცეპტები, როგორებიცაა:

პიროვნული განვითარება და სოციალიზაცია, პასუხისმგებლობა, ზრუნვა, საქართველოს ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების გააზრება და მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბება, დემოკრატიის პრინციპების ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება; საკუთარი და სხვა ადამიანების უფლება-მოვალეობების გაცნობიერება და დაცვა; საკუთარი შეხედულებების, ქცევების შეფასება და კორექტირება, ემოციების მართვა (თვითრეფლექსია); მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დასახვა; იდეების ჩამოყალიბება და მისი განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯების დაგეგმვა; სამოქალაქო აქტივობებში მოხალისეობის საფუძველზე ჩართულობის მნიშვნელობის გაცნობიერება და დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე მოქმედების საჭიროების დანახვა; სამოქალაქო მონაწილეობა; ინიციატივა და მეწარმეობა, ფინანსური წიგნიერება; მდგრადი განვითარება და მისი პრინციპების გააზრება; საკუთარი გადაწყვეტილებების/შეხედულებების უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტების (საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ბავშვის უფლებების კონვენცია) საფუძველზე დასაბუთება; საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებზე ორიენტირებული იდეების ლობირება და ადვოკატირება სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან თუ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით და სხვა მრავალი…..

რას გულისხმობს პროექტი სამოქალაქო განათლებაში

“რაც შეეხება პროექტს, ალბათ იკითხავთ, ამდენი “მოქალაქეობის” მერე კიდევ პროექტი (X, XI, XII კლასებში) სამოქალაქოში რა საჭიროაო. ეროვნული სასწავლო გეგმა საზოგადოების საჭიროებებს უნდა პასუხობდეს. ვფიქრობ, ასეთი დოზით სამოქალაქოს სწავლება დღეს ნამდვილად გვჭირდება. სამოქალაქოს პროექტში კი სწორედ ის იდეები უნდა განხორციელდეს, რაზეც მოსწავლეს სურს დამატებით ჩაღრმავება, ან “მოქალაქეობის” სავალდებულო პროგრამით ვერ დაიფარა. მოკლედ, ამ მხრივ მოსწავლე-მასწავლებელს კიდევ უფრო მეტი თავისუფლება აქვს იკვლიოს, იძიოს, შეიმეცნოს, სხვაც დაარწმუნოს და პოზიტიური ძვრებიც მოახდინოს ჯერ ლოკალურად და მერე – გლობალურად”.

მარიამ ჩიქობავას ინფორმაციით, სხვა საგნების სტანდარტების მსგავსად, სამოქალაქო განათლების სტანდარტიც რევიზირდა, რომელიც საჯაროდ დაიდება განხილვებისთვის.

“სიამოვნებით დაველოდებით სასკოლო საზოგადოების (და არა მხოლოდ) შეფასება-უკუკავშირს, სანამ საბოლოო სახეს მიიღებს და დამტკიცდება. რაც კარგი იყო, არ დაკარგულა და სტანდარტი, ჩემი აზრით, არსებულზე უკეთესია”, – აღნიშნავს განათლების სამინისტროს წარმომადგენელი.

ასევე იხილეთ:

„ეს პროექტიც ჩაფლავდა, ისევე როგორც ბევრი სხვა პროექტი განათლების სფეროში!“ – კომპლექსური დავალებები აღარ იქნება?!


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


Love Sonia / სიყვარულით სონია (ქართულად)


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


რულეტი ჯემით


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


ღმერთები და მეფეები / Exodus: Gods and Kings - ქართულად დუბლირებული


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


საშვილოსნოს ყელში ნაბოთის ცისტა


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


მოთამაშე / The Gambler - ქართულად დუბლირებული


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)


სამარხვო ნამცხვარი კაკაოთი



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>