Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

როგორ გეგმავს მთავრობა პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში მყოფთა კარიერულ დახმარებას –„სერვისები ყველა სტუდენტის საჭიროებაზე იქნება მორგებული“

$
0
0

საქართველოს მთავრობამ ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სტრატეგია 2024-2030 შეიმუშავა, რომელზეც ზოგადი განათლების ჭრილში EDU.ARIS.GE უკვე გიამბობდათ.

„სკოლებში კარიერული განათლების კურიკულუმზე დაფუძნებული მოდელი იქნება გამოყენებული“ – რას მოიაზრებს მთავრობის სტრატეგია 2024-2030

სტრატეგიის ძირითადი სამიზნე ჯგუფებია:

  • სკოლის მოსწავლეები: დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე;
  • მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ სკოლის ადრეულ ეტაპზე მიტოვების რისკი;
  • სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები;
  • პროფესიული სტუდენტები;
  • ახალგაზრდები (15–29 წლამდე);
  • საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირები;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, მათ შორის ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები და დოქტორანტურის შემდგომი ახალგაზრდა მკვლევრები;
  • ახალგაზრდები, რომლებიც არსად სწავლობენ და არც დასაქმებულები არიან; ე.წ NEET ახალგაზრდები;
  • ზრდასრულები, რომლებიც პროფესიული მომზადების პროგრამებზე პროფესიული გადამზადების პროგრამებზე და სასერტიფიკატო პროგრამებზე სწავლობენ;
  • ზრდასრულები, რომელთაც სჭირდებათ უნარების განვითარება დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის.

EDU.ARIS.GE გიზიარებთ სტრატეგიის მიზნებს პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით:

პროფესიული განათლების დონეზე კარიერული მართვის მიზნები მჭიდროდ უკავშირდება დასაქმებისა და სოციალური ინკლუზიის საკითხებს. პროფესიული განათლების საფეხურზე კარიერული მართვის მიზნებია:

– პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დახმარება პროფესიული და პიროვნული კარიერული მიზნების დასახვაში, დაგეგმვასა და განხორციელებაში;

– პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობა;

– სამუშაოს მოძიებისა და დამსაქმებლებთან ეფექტურად წარდგენის უნარების განვითარება;

– დამსაქმებლებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება პროფესიულ სტუდენტთა სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

“პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების გარდა მნიშვნელოვანია ე.წ. „ექსელენს ცენტრების” (centres of excellence) შესაძლებლობების გამოყენება, რომლებიც ჩამოყალიბების პროცესშია. მათი ჩართვა შესაძლებელია ბევრი სხვადასხვა მექანიზმის პილოტირების პროცესში, როგორიცაა კარიერულ კონსულტაციაში განათლების სექტორის, ადგილობრივი ორგანიზაციებისა და დამსაქმებლების ეფექტიანი თანამშრომლობა, ინსტრუმენტების პილოტირება და სხვა”, – აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერილი სტრატეგიის დოკუმენტში.

სტრატეგიის თანახმად, მოკლევადიან პერსპექტივაში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კარიერულ კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირები კარიერული კონსულტანტის გარდა დასაქმების კონსულტანტის ფუნქციასაც შეასრულებენ, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მიზანშეწონილია ამ ფუნქციების გაყოფა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ სკოლებისა და კოლეჯების შესაძლებლობების გაუმჯობესების პროცესში.

უმაღლესი განათლების საფეხურზე კარიერული მართვის მიზნები:

  • სტუდენტების ინფორმირება კარიერის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის შესახებ; შესაბამისი სტრატეგიების, უნარებისა და ტექნიკების ათვისება;
  • სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების, ახალგაზრდა მეცნიერების დახმარება პროფესიული და პირადი კარიერული მიზნების დასახვაში, დაგეგმვასა და განხორციელებაში;
  • უმაღლესი განათლების საფეხურებს შორის კავშირისა და მობილობის ხელშეწყობა;
  • უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისობის ხელშეწყობა;
  • უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულებსა და ახალგაზრდა მეცნიერების დასაქმებისა და უწყვეტი განათლების შესაძლებლობების გაფართოება, მათ შორის საერთაშორისო შრომის ბაზარზე;
  • დამსაქმებელთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება სტუდენტთა სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

როგორც მთავრობის სტრატეგიაშია აღნიშნული, კარიერული მართვის სერვისები ყველა სტუდენტის საჭიროებაზე იქნება მორგებული.

„ბოლო წლების ცვლილებების მიუხედავად, საქართველოს შრომის ბაზარს კვლავ აქვს გამოწვევები, როგორიცაა უმუშევრობის მაღალი დონე, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში 16%-23%-მდე მერყეობდა და 2023 წელს უმუშევრობის დონემ 16,4% შეადგინა (საქსტატი, 2024), სავარაუდოდ, პოსტკოვიდური გავლენების გამო. ახალგაზრდების უმუშევრობა განსაკუთრებით მაღალია; 2023-2024 წლებში 15-24 წლის ახალგაზრდების დაახლოებით 25% უმუშევარი იყო, რაც სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას აჩენს. ბევრი ადამიანი დასაქმებულია დაბალპროდუქტიულ სფეროებში ან არ შეუძლიათ სრულ განაკვეთზე დასაქმება. სოფლად ხშირად უფრო მაღალია უმუშევრობის დონე და შეზღუდულია სამუშაო შესაძლებლობები ურბანულ ცენტრებთან შედარებით. საქართველო, ასევე, განიცდის ე.წ „ტვინების გადინებას“, გამოცდილი მუშაკების მნიშვნელოვან ემიგრაციას, რომლებიც ეძებენ უკეთესი დასაქმების შესაძლებლობებს საზღვარგარეთ“, – წერია დოკუმენტში.

იხილეთ სტრატეგიის სრული დოკუმენტი 


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


საოცრად გემრიელი ტკბილი ტოსტი


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


ნამცხვარი ”სინაზე”


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


Killing Eve / ევას მკვლელობისას (ქართულად)


ანნა ფრიტცის გვამი / El cadáver de Anna Fritz / Труп Анны Фритц (2015) - რუსულად


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>