Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15183

მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის პროგრამაზე გრანტით დაფინანსებულთა ოდენობა და წესი დამტკიცდა –მინისტრის ბრძანება

$
0
0

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდომის მინისტრ ალექსანდრე წულაძის ბრძანებით, 3 ოქტომბერს დამტკიცდა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესი.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესი:

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესს.

სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის მიზანია: ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენების ხელშეწყობა; ბ) მასწავლებლობის ან/და სპეციალური მასწავლებლობის მსურველთა პროფესიული მოღვაწეობისათვის მომზადება; გ) ახალგაზრდების დაინტერესების ხელშეწყობა განათლების მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად.

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღებაზე უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები

ამ წესის საფუძველზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭებათ ქვემოთ მითითებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამის მოდულზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი რაოდენობით ჩარიცხულ პირებს:

“მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე პირის სწავლა ფინანსდება არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.

დაუშვებელია ერთისა და იმავე პირისათვის ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნით”, – ვკითხულობთ მინისტრის ბრძანებაში.

გრანტის გაცემის პროცედურა და სხვა დეტალები იხილეთ დამტკიცებულ დოკუმენტში.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15183

Latest Images

Trending Articles



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>