Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

CIU-ს პროფესორებმა ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემიაში შეხვედრა გამართეს

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე და უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში, პროფესორი ზვიად გაბისონია სამუშაო ვიზიტით ესტონეთში, ქალაქ ტალინში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში, მათ შეხვედრა გამართეს ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემიაში (eGA), აკადემიის ციფრული მიმართულების ხელმძღვანელ არვო ოტტოსთან, მესამე პირებთან ურთიერთობის მმართველ ანს ურვაკთან, კომუნიკაციის ექსპერტ რიინა კალასთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში, როგორც სამეცნიერო, ისე აკადემიური და პრაქტიკული მიმართულებით, ციფრული მმართველობის განვითარების შესაძლებლობები და გამოწვევები, ესტონეთის გამოცდილება თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ელექტრონული ხელმოწერების (Mobile ID და Smart ID) დანერგვის შესაძლებლობებში და ციფრულ მმართველობაში კიბერუსაფრთხოების საკითხები, ასევე, ციფრულ მმართველობაში ხელოვნური ინტელექტის დანეგვის შესაძლებლობები.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტი დაიგეგმა პროფესორ გიორგი ხატიძის და პროფესორ ზვიად გაბისონიას მიმდინარე პროექტის – „საქართველოში ციფრული მმართველობის დანერგვის სამართლებრივ-ტექნოლოგიური გამოწვევები (ესტონეთის გამოცდილების მაგალითზე)“ ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შიდა საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ პროექტს და ხორციელდება უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


Love Sonia / სიყვარულით სონია (ქართულად)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


მოთამაშე / The Gambler - ქართულად დუბლირებული


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)


სამარხვო ნამცხვარი კაკაოთი



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>