Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15235

სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის

$
0
0

სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული საკითხები

ავტორი: ქეთევან გოჩიტაშვილი

თანხმოვანფუძიანი საზოგადო სახელები ნათესაობით, მოქმედებითსა და ვითარებით ბრუნვებში, ასევე, -ებ-იან მრავლობითში იკუმშებიან ხმოვნით დაწყებული ბრუნვის ნიშნის დართვის გამო. ფუძიდან ამოვარდება შემდეგი ხმოვნები: ა, ე და ო (ო ზოგჯერ კვალს ტოვებს ვ-ს სახით: მინდორი – მინდვრის).

როგორც წესი, იკუმშება ლ, რ, მ, ნ თანხმოვნებზე დაბოლოებული ფუძეები. ე. ი. -ალ, -ამ, -ან, -არ, -ელ, -ემ, -ენ, -ერ, -ოლ, -ომ, -ონ, -ორ მარცვლებზე დაბოლოებული სიტყვები იკუმშება:

მეზობელი – მეზობლის, მეზობლით, მეზობლად
მეომარი – მეომრის, მეომრით, მეომრად
რძალი – რძლის, რძლით, რძლად
საბანი -საბნის, საბნით, საბნად

ზოგიერთ სახელს თავისებურება ახასიათებს კუმშვისას: მაგალითად, სიტყვები: ამბავი, ღმერთი და ხუცესი ხმოვანთან ერთად, ფურძიდან თანხმოვანსაც კარგავენ:

ამბავი- ამბ-ის, ამბ-ით, ამბ-ად
ხუცესი- ხუც-ის, ხუც-ით, ხუც-ად
ღმერთი- ღმრთის // ღვთის, ღმრთ-ით // ღვთ-ით

ხმოვანფუძიანი საზოგადო სახელები ნათესაობითსა და მოქმედებითში მოიკვეცენ ორ ხმოვანს: ა-სა და ე-ს. ებ-იან მრავლობითში კი იკვეცება მხოლოდ –ა:

კატა – კატ-ის, კატ-ით – კატ-ებ-ი
დღე – დღ-ის, დღით – მაგრამ დღე-ებ-ი

უკვეცელია ი-ზე, ო-სა და უ-ზე დაბოლოებული სიტყვები (ერთადერთი გამონაკლისია ღვინო – ღვინ-ის):

ჩაი – ჩაი-ს – ჩაი-თ
ოქრო – ოქრო-ს(ი), ოქრო-თი;
წყარო – წყარო-ს(ი), წყარო-თი;
ყრუ – ყრუ –ს(ი), ყრუ-თი..

ზოგიერთი -ა მაწარმოებლიანი სახელი და ე-ზე დაბოლოებული ნასესხები სახელებიც არ იკვეცება:

კარატე-ს პროპაგანდა, დედოფალა-ს სამოსი, ნაცარქექია-ს ზღაპარი, ჭრიჭინა-ს ჭრიჭინი, წითელა-ს ვირუსი, კაშნე-ს მოხვევა, კაფე-ს პატრონი, კუპე-ს დაჯავშნა, ტირე-ს გამოყენება…

ზოგი სახელი ერთდროულად იკუმშება და იკვეცება კიდეც. კუმშვად-კვეცადი სახელებია:

მოყვარე- მოყვრ-ის, მოყვრ-ით, მოყვრ-ად
პეპელა- პეპლ-ის, პეპლ-ით, პეპლ-ად
ბეგარა – ბეგრ-ის, ბეგრ-ით, ბეგრ-ად
ტომარა- ტომრ-ის, ტომრ-ით, ტომრ-ად
ქარხანა- ქარხნ-ის, ქარხნ-ით, ქარხნ-ად
ქვეყანა- ქვეყნ-ის, ქვეყნ-ით, ქვეყნ-ად
ფანჯარა- ფანჯრ-ის, ფანჯრ-ით, ფანჯრ-ად

სავარჯიშოები:

I. მოცემული სიტყვებიდან შეარჩიეთ სწორი ფორმა და ჩასვით გამოტოვებულ ადგილას:

ამბის, ქვეყანის, მხარის, ქარხანის, ხელმძღვანელის, ქვეყნის, ქარხნის, ამბავის, ხელმძღვანლის, მხრის

1. კარგი . . . . . . . . . . . . . . გაგებამ ყველა გაახარა.
2. ამ ქალაქში ღვინის ახალი . . . . . . . . . . . . აშენება გადაწყვიტეს.
3. . . . . . . . . . . . . წინსვლა ყველასთვის მნიშვნელოვანია.
4. . . . . . . . . . . . . . ტკივილი მაწუხებს.
5. მერაბს . . . . . . . . . . . . . . პოსტი შესთავაზეს.
6. ჩვენ ამ . . . . . . . . . . . . მოქალაქეები ვართ.

II. გადახაზეთ არასწორი ფორმები:

1. გუშინ სტუმრად ვიყავი.
2. ათი წლის უკან ის ამერიკაში ცხოვრობდა.
3. 2002 წელში ჩვენ ახალ სახლში გადავედით.
4. გასულ წელს რამდენიმე ფილმი გადაიღეს.
5. აპრილის თვეში მიიღეს გადაწყვეტილება პენსიების გაზრდის შესახებ.
6. ის პრაქტიკებზე კლინიკაში დადის.
7. შუქების პრობლემა აღარ არის.
8. კენჭისყრა ხვალ გაიმართება.

გრამატიკული ცნობარი

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას


Viewing all articles
Browse latest Browse all 15235

Latest Images

Trending Articles


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


ქართველთ კათოლიკეთ არქიმანდრიტი პავლე შაჰყულიანი (ჭილიმუზაშვილი) : 1769-1855 წ.


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


Smallville / სმოლვილი (ქართულად)


2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები


მსოფლიოს 10 საუკეთესო პლაჟი 2018 წელს


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


სოკოს ყაურმა


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)


გოგონა მარგალიტის საყურით / Girl With a Pearl Earring - ქართულად


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


ვეფხვის სახლი / Tiger house / Дом тигра (2015) - რუსულად



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>