Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

რა შეიცვალა მასწავლებლის საგნის, პროფესიული უნარებისა და სპეცმასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში –ბრძანება

$
0
0

საქართველოს განათების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ორი ბრძანებით, რომლებიც 19 ნოემბერს გამოქვეყნდა და ძალაში შევა 2025 წლის პირველი იანვრიდან, ცვლილებები შევიდა „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ და „სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებებში.

კერძოდ, როგორც ალექსანდრე წულაძის ხელმოწერილ დოკუმენტებშია განმარტებული, საუბარია ცვლილებაზე გამოცდის ენასთან დაკავშირებით:

სპეციალური მასწავლებლის გამოცდა

ტეტსტირება ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

„ტესტირება უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებში იმ გამოსაცდელებისთვის, რომლებიც ასწავლიან/რომლებსაც სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე, ტარდება როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ, რუსულ ან სომხურ ენაზე“.

საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები

ტეტსტირება ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

„იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც ასწავლიან/რომლებსაც სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე, ტესტირება განსაზღვრულ საგნებში ტარდება აზერბაიჯანულ, რუსულ ან სომხურ ენაზე, საგნის შესაბამისად“;

კერძოდ: აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები); რუსული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები); სომხური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები)“.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: ბრძანება #1 ბრძანება #2

ასევე იხილეთ:

კიდევ ვის შეეძლება სკოლაში დირექტორის მოვალეობის შესრულება – ცვლილება ზოგადი განათლების შესახებ კანონში შევა

საქართველოში მასწავლებლობის უფლებას უცხო ქვეყნის მოქალაქეც მოიპოვებს – წესი დამტკიცდა


Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თირკმელი


„თქვენ გამორჩეული თაობა ხართ!“ –ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვა სკოლის...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


კახა დოლიძე - ერთი შემოდგომის, ერთმა მოგონებამ


Siberian Education / ციმბირული აღზრდა - ქართულად დუბლირებული


ბინძური ჰარი /Dirty Harry - ქართულად


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ასეტრინა მარინადში


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


Smallville / სმოლვილი (ქართულად)


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


მარსელი / The Martian - ქართულად დუბლირებუილ


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>