ალტე უნივერსიტეტსა და პორტუგალიის კოიმბრას უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
უნივერსიტეტის მიერ 16 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კოიმბრას უნივერსიტეტი, რომელის 1920 წელს, ლისაბონში დაარსდა, ევროპის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია. პორტუგალიაში კოიმბრას უნივერსიტეტი ლიდერია სამეცნიერო კვლევების მიმართულებით და მთელ ევროპაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აკადემიური და სამეცნიერო დაწესებულებაა. უნივერსიტეტი ფარავს თითქმის ყველა დისციპლინას და მასპინძლობს სტუდენტებსა და აკადემიურ/სამეცნიერო პერსონალს მთელი მსოფლიოდან.
მემორანდუმის მიზანია აკადემიური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის ჩამოყალიბება ალტე უნივერსიტეტსა და კოიმბრას უნივერსიტეტს შორის.
თანამშრომლობა მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს და ის მოიცავს:
- ერთობლივ სემინარებს, კონფერენციებსა და სხვა აკადემიურ ღონისძიებებს;
- ერთობლივ კვლევით პროექტებს;
- კულტურული გაცვლის აქტივობებს;
- საერთაშორისო კურსებში ერთობლივ მონაწილეობას;
- ლაბორატორიული და ბიბლიოგრაფიული რესურსების გაზიარებას.







