Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15242

GRUNI-ს მედიაციის ცენტრის გამარჯვებული სლოგანი გამოვლინდა

$
0
0

დეკემბრის თვეში მედიაციის ცენტრმა კონკურსი – “გახდი მედიაციის ცენტრის სლოგანის ავტორი”, გამოაცხადა – გამოვლინდა გამარჯვებულიც.

კონკურსში მონაწილეობდა გრუნის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სხვადასხვა მიმართულების 40-მდე სტუდენტი, განხილულ იქნა 50-ზე მეტი ვერსია.

სლოგანის კონკურსი სახალისო ვორქშოპით დასრულდა, რომელსაც წინ უძღოდა ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი და თიმბილდინგი მედიაციის ცენტრის სტუდენტებისთვის. ინტერაქტიული ტრენინგი სწავლება-კეთების მეთოდოლოგიით ჩატარდა, რომელიც მოიცავდა მოლაპარაკებების ინტერაქტიულ სავარჯიშოებს, ჯგუფურ აქტივობებს, არავერბალური კომუნიკაციის საფუძვლებსა და პრეზენტაციებს.

სტუდენტების შეფასებით, ამ ღონისძიებამ მათ მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა, კერძოდ: კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარების განვითარება, გუნდური მუშაობის გამოცდილება, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და სხვა.

მედიაციის ცენტრის გამარჯვებული სლოგანია; „Where the conflict finds a solution”. მისი ავტორია სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი – ელენე გიორგაძე.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15242

Latest Images

Trending Articles



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>