Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15183

აწსუ-ის სტუდენტებმა უესტმინსტერის უნივერსიტეტში კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

$
0
0

ლონდონში, უესტმინსტერის უნივერსიტეტში, 37-ე ქართველოლოგიის დღე გაიმართა, რომლის თემა იყო „ქართული სპორტი, ოლიმპიური თამაშები და ტურიზმი“. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გარეთ უორდმა, უესტმინსტერის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ენდრიუ ლინმა, პროფესორმა თამარა დრაგაძემ და და პიტერ ნეისმიტმა, ქართული ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარმა.

კონფერენციაზე ქართველმა სტუდენტებმა ნინო თორთლაძემ და საბა ხუჯაძემ, რომლებიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამხრეთ უელსის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში უფასოდ სწავლობენ სამაგისტრო პროგრამაზე, ნიუპორტ-ქუთაისის ასოციაციის წლიური ანგარიში წარადგინეს.

მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორ ქალაქს შორის დაძმობილების ურთიერთობების მნიშვნელობაზე და ისაუბრეს წლის განმავლობაში ჩატარებულ ღონისძიებებზე. სტუდენტებმა, ასევე ისაუბრეს სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში სწავლის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ მათი აკადემიური წარმატების მიღწევა შესაძლებელი გახდა ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15183

Latest Images

Trending Articles



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>