Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15214

ინფორმატიკით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის “ევროპის უნივერსიტეტში” ვორქშოპების სერია გაიმართება

$
0
0

“ევროპის უნივერსიტეტი“ ინფორმატიკით დაინტერესებულ აბიტურიენტებს პრაქტიკულ ვორქშოპებზე გიწვევთ.

მოსწავლეებს შესაძლებლობა გექნებათ, გაიღრმაოთ ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიებში და მონაწილეობა მიიღოთ პრაქტიკულ აქტივობებში.

ვორქშოპებზე დასწრებით შეძლებთ, გამოცადოთ საკუთარი თავი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში და ვებტექნოლოგიებთან ერთად, შეისწავლოთ ხელოვნური ინტელექტის ელემენტები.

კვალიფიციური მენტორების დახმარებით გექნებათ შესაძლებლობა, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება მომავლის პროფესიაში.

აბიტურიენტებს, ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამას, პროგრამის ხელმძღვანელი, ბესო ტაბატაძე და „ევროპის უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი, ანრი მორჩილაძე გააცნობენ.

ვორქშოპები გაიმართება 15 და 22 თებერვალს და მოიცავს შემდეგ თემებს:

15 თებერვალი, 14:00 საათი – პრაქტიკული ვორქშოპი ვებტექნოლოგიებში: ჩემი პირველი ვებგვერდი

  • შესავალი ვებ ტექნოლოგიებში;
  • HTML & CSS-ს ტექნოლოგიები;
  • პორტფოლიოს აგება.
    (პროფესორი: ანრი მორჩილაძე);

22 თებერვალი, 14:00 საათი – AI და გართობა: როგორ ვასწავლოთ AI-ის კომპიუტერული თამაშის მოგება

  • ხელოვნური ინტელექტის როლი თამაშებში;
  • Minimax ალგორითმი Tic-Tac-Toe-ის მაგალითზე.
    (პროფესორი: ბესო ტაბატაძე).

გთხოვთ, სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდეთ ბმულზე: docs.google.com

ვორქშოპებზე დასწრება თავისუფალია ყველა აბიტურიენტისთვის.

მისამართი: დავით გურამიშვილის 76

გაეცანით თანამედროვე ტექნოლოგიებს და გადადგით პირველი ნაბიჯი წარმატებული კარიერისკენ!


Viewing all articles
Browse latest Browse all 15214

Latest Images

Trending Articles


”კირკაჟი”ლობიო


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


ქირურგიული დეფლორაცია


„ტფილისის „კრუჟოკში“ სიმფონიურ საღამოებზე“ –შმერლინგის კარიკატურები


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


მეამბოხე / Insurgent - ქართულად დუბლირებული / qartulad


კახური გამონათქვამები ;)


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>