Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

$
0
0

13 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა. ასევე, აუდიტორიას სიტყვით მიმართეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა გიორგი ფარეშიშვილმა და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით გვეტაძემ, ღონისძიების მოდერატორი კი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი, მარინე უგულავა გახლდათ.

დოკუმენტი მოიცავს მხარეთა თანამშრომლობას ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და სხვადასხვა აკადემიური აქტივობის მიმართულებით.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შემდეგ სკოლებთან გაფორმდა: ქ. თბილისის 159-ე საჯარო სკოლა; ქ. თბილისის 207-ე საჯარო სკოლა; ქ. თბილისის 211-ე საჯარო სკოლა; ქ. თბილისის 212-ე საჯარო სკოლა; ქ. თბილისის 216-ე საჯარო სკოლა; ქ. თბილისის 218-ე საჯარო სკოლა; ქ. რუსთავის მე-2 საჯარო სკოლა; ქ. გარდაბნის 1-ლი საჯარო სკოლა; გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალი სამგორის საჯარო სკოლა; ქ. გორის მე-2 საჯარო სკოლა; ქ. ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლა; ქ. ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლა; შპს „ღონე ქვეყნისა“; ქ. სამტრედიის 1-ლი საჯარო სკოლა; შპს „ცოდნა“; ქ. ხონის მე-2 საჯარო სკოლა; სპს ხონის სკოლა-გიმნაზია; ააიპ ხონის ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლი.

დღის მეორე ნახევარში დირექტორებისთვის გაიმართა ლექცია თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიების დანარგვა განათლების სისტემაში“, რომელსაც CIU-ს კანცლერის მრჩეველი მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში, „ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების სამართლის კვლევითი ცენტრის“ დირექტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია. ლექციამ ინტერაქტიული ფორმატით ჩაიარა, სადაც სპიკერმა ძირითადი მოხსენების შემდეგ აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წლებია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საჯარო თუ კერძო სკოლებთან, უნივერსიტეტში კი ხშირად იმართება სხვადასხვა სახის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტი, ასევე, ხშირია გასვლითი აქტივობებიც.

მიმდინარე წლის 24 მარტიდან 16 აპრილის ჩათვლით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის სხვადასხვა პროფესიული აკადემიების გამართვას გეგმავს. პროექტში, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს, აბიტურიენტები უკეთ გაიცნობენ აქტუალურ პროფესიებსა და შეხვდებიან დარგის პრაქტიკოს სპეციალისტებს/ექსპერტებს.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ასეტრინა მარინადში


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


მასწავლებელის კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოყენებული ტესტები – გამოცდები...


ყოფილი პროკურორი გელა მახარაძე ბათუმში კვარტალის გაშენებას გეგმავს


ვეფხვის სახლი / Tiger house / Дом тигра (2015) - რუსულად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


სისუსტე (თავი 3)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


Siberian Education / ციმბირული აღზრდა - ქართულად დუბლირებული


ფუმფულა ბლინები


Wind River / ქარიანი მდინარე (ქართულად)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>