Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

განათლების სფეროში საშუალო ხელფასი 1 409 ლარია –საქართველოში კი საშუალო ხელფასი 2 217 ლარს აღწევს –უახლესი მონაცემები

$
0
0

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემების თანახმად, 2024 წლის IV კვარტალში ქვეყანაში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2 217.5 ლარს შეადგენდა, რაც წლიურ ჭრილში 8.5%-ით (173.0 ლარით) არის გაზრდილი.

საქსტატის მიერ 18 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში მოცემულ ეკონომიკის 20 სექტორს შორის, ყველაზე დაბალი საშუალო ანაზღაურება განათლებაშია:

საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 008.3 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 7.0 პროცენტით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 373.5 ლარი (გაიზარდა 8.5 პროცენტით);
  • მშენებლობა – 3 361.8 ლარი (გაიზარდა 9.8 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 259.1 ლარი (გაიზარდა 11.6 პროცენტით).

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საშუალო თვიური ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით 2023-2024 წლების IV კვარტალში და განათლების სექცია აღნიშნულია, როგორც “P” – ბოლო ადგილი:

საინტერესოა საშუალო თვიური ხელფასის მაჩვენებელი სქესის მიხედვით: 2024 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 778.5 ლარით, ხოლო კაცების – 2 653.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 171.2 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 189.9 ლარი (7.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

“2024 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 170.8 ლარით (7.8%) გაიზარდა და 2 367.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 078.2 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 7.7 პროცენტით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 663.5 ლარი, გაიზარდა 8.0 პროცენტით) სფეროებში”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

საქსტატის თანახმად, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთამთიანეთი.

ასევე იხილეთ:

„გრძელვადიან მიზანს ვერ ხედავენ“ – რატომ ვერ დაძლია სხვადასხვა მთავრობამ რუბიკონი, სახელად „ღირსეული ხელფასი მასწავლებელს“?


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


Love Sonia / სიყვარულით სონია (ქართულად)


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


რულეტი ჯემით


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


ღმერთები და მეფეები / Exodus: Gods and Kings - ქართულად დუბლირებული


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


საშვილოსნოს ყელში ნაბოთის ცისტა


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


მოთამაშე / The Gambler - ქართულად დუბლირებული


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)


სამარხვო ნამცხვარი კაკაოთი



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>