2025-2026 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციები როგორც საჯარო, ისე კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარეობს.
მშობლების ნაწილმა უკვე შეარჩია შვილისთვის სასურველი სკოლა, ნაწილი კი სწორედ ახლა დგას ამ გამოწვევის წინაშე. ასევე, არიან მოსწავლეები, რომლებსაც სკოლის ცვლილება აქვს გადაწყვეტილი და სხვაგან გადასვლას გეგმავს. გასათვალისწინებელი კი ამ პროცესში არაერთი ფაქტორია.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა კრიტერიუმებითა და რის გათვალისწინებით ირჩევენ საჯარო თუ კერძო სკოლას მშობლები და ამის დასადგენად სპეციალურ გამოკითხვას გთავაზობთ. დაგვითმეთ რამდენიმე წუთი და გაგვიზიარეთ თქვენი, როგორც მშობლის პოზიცია, შეავსეთ გუგლის ფორმა (ანონიმურია):
გამოკითხვაში მონაწილეობა
მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის!




