2025 წლის სექტემბრიდან სასკოლო საზოგადოებას ათასობით პირველკლასელის მშობელი შეემატება.
თუ მოსწავლის მშობელი ელექტრონულ ჟურნალში დარეგისტრირდება, როგორც “მშობელი” განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მას შესაძლებლობას მისცემს, გაეცნოს შვილთან დაკავშირებულ არაერთ ინფორმაციას.
კერძოდ, ელექტრონულ ჟურნალში, ყველა მშობელს შეუძლია, ნახოს შვილის გაცდენების პროცენტული მაჩვენებლები, შეფასებები – როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასებები, პედაგოგთა კომენტარები, გამოგზავნილი დავალებების შესრულების სტატისტიკა.
EDU.ARIS.GE გიზიარებთ ორ ვიდეოინსტრუქციას:








