Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

როგორ გავუმკლავდეთ სასწავლო სტრესს –სტრატეგიები აბიტურიენტებისთვის და არამხოლოდ

$
0
0

სწავლა და სტრესი ხშირად ერთმანეთის თანმდევია, მაგრამ ამის სწორად მართვა შესაძლებელია. ფსიქოლოგების რეკომენდაციებით, მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი სტრატეგია, რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთ გაუმკლავდეთ სასწავლო სტრესს:

დაგეგმვა და ორგანიზება: ჩამოწერეთ ყველა დავალება და გაანაწილეთ დრო სწორად. ნუ მოიტოვებთ ყველაფერს ბოლო წუთისთვის – ეს ზრდის სტრესს! შეიმუშავეთ ოპტიმისტური გეგმა და პერიოდულად შეაფასეთ თქვენი პროგრესი.

დასვენება აუცილებელია: თუნდაც ბევრი სასწავლო მასალა გქონდეთ, არ დაივიწყოთ შესვენებები. 25-30-წუთიანი ინტენსიური სწავლის შემდეგ, 5-10 წუთი დასვენება საშუალებას მოგცემთ, შეინარჩუნოთ კონცენტრაცია და თავიდან აიცილოთ გადაწვა.

სპორტი და აქტიურობა: ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესს და აძლიერებს ტვინის მუშაობას. ყოველდღიურად 20-30 წუთის ვარჯიში, ხელს უწყობს ენერგიის დაბრუნებას და სტრესის შემცირებას.

სიმშვიდე: მედიტაცია ან სუნთქვითი ვარჯიშები თქვენს გონებას დამშვიდებაში დაეხმარება. ღრმა სუნთქვით დაწყებული, ყოველდღიური მედიტაცია სტრესის შემცირების ეფექტური ხერხია.

სწავლა პოზიტიურ გარემოში: შეარჩიეთ ადგილი, სადაც შეგეძლებათ კონცენტრირება. მოიშორეთ ყველა გამაღიზიანებელი ფაქტორი – მაგალითად ტელეფონი, ან სხვა მოწყობილობები, რომლებიც ყურადღებას გაგიფანტავენ.

ძილი: ნუ ივარჯიშებთ ძილის ხარჯზე. დაღლილი ტვინი ნაკლებად პროდუქტიულია. 7-8 საათი ძილი აუცილებელია, რათა ტვინმა სრულად დაისვენოს და უკეთ დაიმახსოვროს ინფორმაცია.

სოციალური მხარდაჭერა: მოუსმინეთ თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს და საჭიროების შემთხვევაში გაუზიარეთ მათ თქვენი გრძნობები. მეგობრებთან საუბარი ხშირად ამცირებს სტრესს და ქმნის უფრო დადებით განწყობას.

თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თვენი სწავლა, თუ მართავთ სტრესს გონივრულად და ცდილობთ არ მოიკლოთ დრო დასვენებისა და ჯანმრთელობისთვის.

ასევე იხილეთ:

„ეს სიახლე ძალიან მნიშვნელოვანია გამოსაცდელებისთვის“ – ნინო წერეთელი რეგისტრაციის შესახებ

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

წყარო: მასწავლებლის ბლოგი • Teacher’s Blog


Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თირკმელი


ასეტრინა მარინადში


ყოფილი პროკურორი გელა მახარაძე ბათუმში კვარტალის გაშენებას გეგმავს


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


კახა დოლიძე - ერთი შემოდგომის, ერთმა მოგონებამ


Siberian Education / ციმბირული აღზრდა - ქართულად დუბლირებული


ახლო მანძილზე / Close Range - ქართულად დუბლირებული


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


I Am Wrath / მე ვარ რისხვა (ქართულად)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


გამოქვეყნდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამოყენებული ტესტი


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


გოგონა მარგალიტის საყურით / Girl With a Pearl Earring - ქართულად



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>