საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაგეგმილი აქვს სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადება და ჩატარება იმ სკოლებში, სადაც დირექტორის პოზიციაზე დანიშნულია მოვალეობის შემსრულებელი.
ამის შესახებ უწყების 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმის პირველად პროექტში ვკითხულობთ, რომელიც 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის ნაწილია.
რაც შეეხება შესრულების ვადას, როგორც გეგმაში ვკითხულობთ, 800-მდე სკოლას დირექტორი (არა მოვალეობის შემსრულებელი) 2027 წლის III კვარტალში უკვე უნდა ჰყავდეს.
ასევე იხილეთ: