EDU.ARIS.GE გიზიარებთ ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტის, ნინო ლომიძის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლს, რომელიც ლექსის ანალიზის დაწერაში დაგეხმარებათ.
ვიდეოში მოკლედაა ჩამოყალიბებული ლექსის გასააზრებლად საჭირო ინფორმაცია.
6 ნაბიჯი, 6 რამ, რაც ლექსის მხატვრული ანალიზის დაწერაში დაგეხმარებათ.
გაეცანით ამ ენობრივ ფორმულებსაც:
მხატვრული ტექსტის ანალიზისთვის:
– ავტორი გამოსახვის სტილისტიკურ ხერხად იყენებს ( ირონიას, იუმორს, სატირას, სარკაზმს…
– აზრის სიტყვიერი გამოსახვის ხერხად (მონოლოგი/დიალოგი) გამოიყენება…
– მწერალი ტროპული მეტყველებით გამოხატავს თავის სათქმელს…
– ავტორი ალუზიებით ცდილობს უფრო მკვეთრად….
– მწერალი დიალექტური ფორმების გამოყენებით ცდილობს/ახერხებს…
– ავტორი არქაული მეტყველებით ცდილობს…
– ავტორი სინამდვილის გამოსახვას (მსჯელობით/აღწერით/დახასიათებით) ცდილობს…
– ავტორი ოსტატურად იყენებს (ეპითეტი, მეტაფორა, შედარება)და წარმოაჩენს…
– ავტორი მიმართავს (მეტაფორულ/ალეგორიულ აზროვნებას)…
– რიტორიკული შეკითხვები ემოციის გასაძლიერებლად გამოიყენება…
– ნაწარმოებში არ იგრძობა მისწრაფება ტროპული სახეების ჭარბად გამოყენებისკენ. მწერალი თითქოს ფრთხილობს, რომ მხატვრული ხერხების სიჭარბემ თხრობის დინამიკა არ შეანელოს…
– მონაკვეთის მხატვრულ თავისებურებას მონოლოგის/დიალოგის რეჟიმი წარმოადგენს…
– მთავრი მოქმედი გმირის სახით ავტორი ნაწარმოებში დასმულ ძირითად პრობლემას გვიჩვენებს…
– ბრწყინვალედ ხატავს პერსონაჟის პორტრეტს…
– კარგად გადმოგვცემს პერსონაჟის განწყობას/სულიერ-ემოციურ მდგომარეობას, რისთვისაც იყენებს…
– პერსონაჟის განცდა კარგად გამოიხატება თვით პერსონაჟის რეპლიკებითა და ფრაზებით…
თხრობის დინამიკა…
იხილეთ ვიდეო ლექსის ანალიზის შესახებ:
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე