Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15172

მოსწავლის საფეხურის ქულა ახალი წესით დაითვლება –ქულის დათვლის ლოგიკა

$
0
0

სკოლის მოსწავლეთა საფეხურის ქულის დათვლა შეიცვალა. ახალ მექანიზმსა და მის გავლენას კლასების მიხედვით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დღეს, 21 მაისს აქვეყნებს.

აღნიშნული სიახლე კი, როგორც განათლების სამინისტროს სსიპ განმარტავს, საკანონმდებლო ცვლილებამ განაპირობა.

საფეხურებში შემავალი კლასების ცვლილება

ცვლილება შედის საფეხურის შემავალ კლასებში. 2024-2025 სასწავლო წლიდან, მე-10 კლასი უნდა გახდეს საბაზო საფეხური და განახლებული ლოგიკით უნდა მოხდეს საფეხურის ქულის დათვლა.

რომელ კლასებზე გავრცელდება ცვლილება მიმდინარე სასწავლო წელს

2024-2025 სასწავლო წელს ცვლილებები არ ეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც უკვე სწავლობენ მე-10, მე-11 ან მე-12 კლასებში, ან ექსტერნატის ფორმით ასრულებენ მე-9 კლასს.

ჩატარებული ცვლილება ეხება საფეხურში შემავალ კლასებს. კერძოდ:

– დაწყებითი საფეხური მოიცავს 1-6 კლასებს;

– საბაზო საფეხური მოიცავს 7-10 კლასებს;

– საშუალო საფეხური მოიცავს 11-12 კლასებს.

გასათვალისწინებელი საკითხები:

– მოსწავლეებმა , რომლებმაც უკვე დაასრულეს საბაზო საფეხური, ცვლილებები არ გავრცელდება;

მოსწავლეები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში გადავლენ მე-9 კლასში ან იმყოფებიან მასზე ქვედა კლასში, შეფასდებიან ახალი მექანიზმის საფუძველზე;

– იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს უკვე დასრულებული აქვს რომელიმე საფეხური, მას აღნიშნული ცვლილებები არ შეეხება;

– თუ მოსწავლემ სტატუსი აღიდგინა მე-10 კლასში და ამავდროულად უკვე აქვს დასრულებული საბაზო საფეხური (ანუ დახურული აქვს მე-7, მე-8 და მე-9 კლასები), მაშინ მე-10 კლასი მიეკუთვნება საშუალო საფეხურს და შეფასება განხორციელდება ძველი მეთოდით;

– იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს უკვე დასრულებული აქვს მე-9 კლასი და აქვს მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი მოწმობა საბაზო საფეხურის დასრულების შესახებ, იგი არ ექვემდებარება ახალი სქემით გათვალისწინებულ წესებს. შესაბამისად, ცვლილებები მასზე არ ვრცელდება;

– იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ექსტერნის წესით უწევთ მე-9 კლასის დაძლევა, აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება და ისინი მიიღებენ საბაზო საფეხურის ატესტატს.

საფეხურის ქულის დათვლის ლოგიკა

შეგახსენებთ საფეხურის საშუალო ქულის დათვლის ლოგიკას, რაც განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტით: საფეხურის ქულა – გამოითვლება საგნების საფეხურის ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე, რომელიც მრგვალდება მეათედის სიზუსტით.

ასევე იხილეთ:

ცნობილია ჟურნალის რედაქტირების, მოსწავლეთა შეფასებისა და ექსტერნი გამოცდების ჩატარების ვადები – დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის


Viewing all articles
Browse latest Browse all 15172

Latest Images

Trending Articles


კახელს ბოზი ცოლი მოუკვდება...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ქათმის სალათი არაჟნით


შვრიის და ნუშის ორცხობილა ( ვიდეო)


ანეკდოტი სომხებზე /- სეროჟ, შენი ძმა სადაა?


2015 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები, პასუხები და შეფასების სქემა


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


გააღეთ, პოლიციაა! - 3 / Ripoux 3 (2003)


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>