Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

ქართულის გამოცდის წერით დავალებაზე მუშაობისას გასათვალისწინებელი საკითხები –ყველა ნაბიჯი სპეციალისტისგან

$
0
0

ავტორი: მარიამ ღვინჯილია, რუსთავის 21-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, ფილოლოგიის მაგისტრი.

სპეციალურად EDU.AIS.GE-ს მკითხველისათვის:

ქართულში ეროვნული გამოცდის პროგრამის ცოდნა და გააზრება შემდეგი დავალებებით მოწმდება: წაკითხულის გააზრება, წერითი დავალება (ესე), ტექსტის რედაქტირება. ამ შემთხვევაში, ყურადღებას გავამახვილებ წერით დავალებაზე.

წერით დავალებაში მოსწავლემ უნდა იმსჯელოს თეზისში წამოჭრილ იდეაზე მოცემული მხატვრული ტექსტის მიხედვით, შემდგომ უნდა დაუკავშიროს არსებულ რეალობას.

გამოსაცდელს მოეთხოვება:

  • ადეკვატურად მსჯელობა;
  • ნაწერის ლოგიკურად აგება;
  • პირობაში წარმოდგენილი საკითხის გააზრება მხატვრული ტექსტის მიხედვით;
  • აქტუალურობის დასაბუთება;
  • ზოგადი ცოდნის გამოვლენა;
  • საკითხთან დაკავშირებული პრობლემატიკის ასახვა;
  • გრამატიკული, ლექსიკურ-სტილისტიკური და პუნქტუაციური ნორმების დაცვა.

ტექსტის ლოგიკურად ასაგებად, აბიტურიენტმა უნდა იცოდეს აბზაცის დანიშნულება, სტრუქტურა; ესეშიც უნდა გამოიყოს რამდენიმე თემატური აბზაცი, ესენია:

-შესავალი;
-მოცემული მხატვრული ტექსტის ანალიზი;
-პარალელების მოხმობა სხვა ტექსტებიდან;
-დღევანდელი რეალობა;
-დასკვნა.

როგორ შეიძლება დაიწეროს თითოეული?

I აბზაცი – შესავალში უნდა იყოს შემდეგი კოპონენტები:

– შესავალი წინადადება მთავარ ცნებაზე, რომელიც თეზისშია მოცემული.

შესაძლებელია რამდენიმე ვარიანტი:

1. ზოგადად მთავარ ცნებაზე აღნიშვნა;
2. ცნობილი ციტატის, ანდაზის, აფორიზმის – მოხმობა.

  • თეზისში მოცემული იდეის აქტუალურობის აღნიშვნა;
  • იდეის აქტუალურობის წარმოჩენა-დასაბუთება სხვადასხვა მაგალითით, რომლებიც დანარჩენ ნაწილში განივრცობა.

II აბზაცი – მოსწავლემ უნდა გააანალიზოს მხატვრული ტექსტი პირობაში წარმოდგენილი საკითხის მიხედვით.

აბზაცში გამოიყოფა მოცემული საკითხები:

  • აბზაცის შესავალი წინადადება იდეის აქტუალურობის შესახებ ლიტერატურაში;
  • მხატვრული ტექსტის ეპოქის, ჟანრის, მიმდინარეობის აღნიშვნა და დაკავშირება შესაბამის პრობლემასთან;
  • მოცემული მხატვრული ეპიზოდის ანალიზი, არგუმენტები;
  • მთავარი მხატვრული სახეების დაკავშირება ძირითად იდეასთან; აბზაცის შეჯამება.

III აბზაცი – მოსწავლემ უნდა იმსჯელოს, როგორ აისახება მოცემული პრობლემა სხვა ავტორებთან, ამისათვის საჭიროა მოიხმოს პარალელები ქართული და მსოფლიო ლიტერატურიდან, რათა წარმოჩნდეს საკითხის აქტუალურობა და ზოგადი ცოდნა.

IV აბზაცი – მოსწავლე წარმოაჩენს თანამედროვე რეალობასა და ამ საკითხის ასახვას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

  • მოცემული იდეის აქტუალურობის დასაბუთება თანამედროვეობისათვის. შესაბამისი არგუმენტებისა და მაგალითების მოხმობა. ზოგადი ცოდნის წარმოჩენა იდეაში მოცემულ საკითხსა და პრობლემაზე.

1. ისტორიული ფაქტები;
2. სტატისტიკური მონაცემები;
4. ავტორიტეტების დასახელება, გამონათქვამები;
5. ანდაზა, აფორიზმი, იდიომი;
6. სატელევიზიო გადაცემა;
7. ფილმი;
8. სპექტაკლი;
9. პირადი გამოცდილება.

V აბზაცი

დასკვნა – თეზისი მთავარი არგუმენტი/ რეკომენდაცია

1. ამგვარად,/ მაშასადამე,/ ამრიგად,/ (მოსაზრების განმეორება …….რადგან…..)
2. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია …………………
3. საზოგადოებამ/ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ………………..
4. შემაჯამებელი წინადადება ———————

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


A Bug's Life / მწერის ცხოვრება (ქართულად)


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები წლების მიხედვით


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


საშვილოსნოს ყელში ნაბოთის ცისტა


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


სტუდენტი გამოძახებით / Mes chères études / Студентка по вызову (2010)


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


გისოსებს მიღმა... (სრულად)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


ვეფხვის სახლი / Tiger house / Дом тигра (2015) - რუსულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>